Thursday, April 6, 2023

 რუბრიკა: პროექტები

,,ქართული ვაზი, როგორც ფასეულობა''. 

სასკოლო პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობა'' - ფარგლებში ვესტუმრეთ 

ღვინის მუზეუმს. 

      საქართველოში ღვინის ისტორია ადრეულ ხანაში დაიწყო.   რამდენიმე ათეული წლის წინ ქვემო ქართლში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინეს.  მოგეხსენებათ, რომ ვაზის, ყურძნისა და ღვინის კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.  საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ არის ფორმები, რომლებსაც თავისუფლად ძალუძთ იყვნენ მსოფლიო დონის საღვინე მეურნეობების ღირსეული კონკურენტები ნებისმიერ ასპექტში და ტოლი არ დაუდონ მათ.

      ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე. შემოსეული მტერი უხსოვარი დროიდან ჩეხდა, ბუგავდა ვაზს, როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა გასრესილი ქართული ვაზის ფესვი, მან ისტორიის მრავალ ქარტეხილს გაუძლო.

                 ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია,  თამადა ლხინის ორგანიზატორია და რამდენადაც იგი ნიჭიერია, ჭკვიანი და ენამზიანი, იმდენად სასიამოვნოა წვეულება. ესეც ჩვენი კულტურის მონაპოვარია.  

           თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება ვაზის გარკვეული ჯიშების შემცირება, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სოფლებში ხშირია შემთხვევები ვაზის აჭრის და მის ნაცვლად სხვა უფრო ,,მომგებიანი’’ კულტურის გაშენების, ასევე პრობლემას წარმოადგენს ხშირად  ღვინის დაბალი ხარისხი, რაც  ხელს შეუშლის მომავალში ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას. ამ პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით დავგეგმე სასწავლო პროექტი ,,ქართული ვაზი, როგორც ფასეულობა’’, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებს და ღვინის წარმოების ტექნოლოგიას, ასევე თუ რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ღვინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

                 ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი ხელსშეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას, ისინი მეტად გააცნობიერებენ ქართული ვაზის მნიშვნელობას, გაეცნობიან ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს და შეეცდებიან იზრუნონ და გაუფრთხილდნენ ამ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის დაცვა ყველას ვალია.


























 


Saturday, December 18, 2021

 რუბრიკა-ვიზიტორი

სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლაში 2021 წლის 16 დეკემბერს  ეკოკლუბ ,, Green club''-ის  ორგანიზატორობით მოეწყო შეხვედრა დავით ჯავახიასთან, რომელიც არის მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი კინგ ბოქსში,  ასევე არის  მსოფლიო თასის სამგზის  გამარჯვებული და პროფესიონალური ოთხი ქამრის მფლობელი. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სპორტის და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაცია, მოგეხსენებათ მოზარდები თავისუფალი დროის  დიდ  ნაწილს  კომპიუტერებთან   და მობილურებთან  ატარებენ, ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო პანდემიამაც, ამიტომ ჩვენი კლუბის მიზანია, გავხადოთ ახალი თაობა უფრო აქტიურები,  საჭიროა მოვახდინოთ სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია. ამისთვის შევარჩიეთ სწორედ, რომ დავით ჯავახია, რადგან ის არის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ალბათ ყველა სკოლა იამაყებდა ასეთი წარმატებული კარიერის მქონე მოსწავლით. შეხვედრამ  იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მომავალშიც ვგეგმავთ მოვაწყოთ შეხვედრა უფრო დიდ აუდიტორიასთან. 







Wednesday, December 15, 2021

 რუბრიკა-ვიზიტორი

სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,მწვანე კლუბის'' ორგანიზატორობით  2021 წლის 12 დეკემბერს უმასპინძლა  სამოქალაქო მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს'' ორგანიზატორებს. ისინი შეხვდნენ მოსწავლეებს და  გააკეთეს ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია. აჩვენეს მათ სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ჰაერის სისუფთავეს, ასევე აჩვენეს ხმაურ მზომიც და ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელობანია ჯანმრთელობისთვის ჰაერის სისუფთავე და ხმა დასაშვებზე მაღალი არ იყოს. შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა, იყო ინტერაქტიული, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხში. შევთანხმდით, რომ ჩვენი ეკოკლუბი- ,,მწვანე კლუბი'' აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ ორგანიზაციასთან ქალაქის დასუფთავებისა და გამწვანების საკითხში.







Sunday, January 3, 2021

რუბრიკა: ეს საინტერესოა 

 მსოფლიო კორონა ვირუსის ვაქცინის მოლოდინში

   ყველა შეკითხვა კორონავირუსის ვაქცინის ირგვლივ - YouTube          


                      



Monday, March 16, 2020

ვირუსები

რუბრიკა: ეს საინტერესოა


თემა: ვირუსები

დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ვირუსების თემა აქტუალურია, ამიტომ მეტად საინტერესო იქნება შევიტყოთ უფრო მეტი მათ შესახებ.


სოკოების სამეფო

  რუბრიკა: ეს საინტერესოა
   
თემა: სოკოების სამეფო.
ძვირადღირებული სოკოები - YouTube

 დაეხმარება  7 კლასის მოსწავლეებს გაიგონ მეტი სოკოების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მათ  უკვე ნასწავლი მასალის გამეორებისთვის  და მეორე მხრივ ახალი ინფორმაციის გაცნობისთვის. გამოყენებულია  youtube-ზე  ატვირთული ვიდეო რგოლები.


  

Friday, January 31, 2020

რუბრიკა-გასვლითი გაკვეთილები


2020 წლის 30 იანვარს 7-3 და 10-1 კლასის მოსწავლეები იყვნენ   გასვლით  გაკვეთილზე  ,,ექსპერიმენტორიუმში''.