Thursday, April 6, 2023

 რუბრიკა: პროექტები

,,ქართული ვაზი, როგორც ფასეულობა''. 

სასკოლო პროექტის ,,კულტურული მემკვიდრეობა'' - ფარგლებში ვესტუმრეთ 

ღვინის მუზეუმს. 

      საქართველოში ღვინის ისტორია ადრეულ ხანაში დაიწყო.   რამდენიმე ათეული წლის წინ ქვემო ქართლში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინეს.  მოგეხსენებათ, რომ ვაზის, ყურძნისა და ღვინის კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.  საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ არის ფორმები, რომლებსაც თავისუფლად ძალუძთ იყვნენ მსოფლიო დონის საღვინე მეურნეობების ღირსეული კონკურენტები ნებისმიერ ასპექტში და ტოლი არ დაუდონ მათ.

      ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე. შემოსეული მტერი უხსოვარი დროიდან ჩეხდა, ბუგავდა ვაზს, როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა გასრესილი ქართული ვაზის ფესვი, მან ისტორიის მრავალ ქარტეხილს გაუძლო.

                 ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია,  თამადა ლხინის ორგანიზატორია და რამდენადაც იგი ნიჭიერია, ჭკვიანი და ენამზიანი, იმდენად სასიამოვნოა წვეულება. ესეც ჩვენი კულტურის მონაპოვარია.  

           თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება ვაზის გარკვეული ჯიშების შემცირება, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სოფლებში ხშირია შემთხვევები ვაზის აჭრის და მის ნაცვლად სხვა უფრო ,,მომგებიანი’’ კულტურის გაშენების, ასევე პრობლემას წარმოადგენს ხშირად  ღვინის დაბალი ხარისხი, რაც  ხელს შეუშლის მომავალში ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას. ამ პრობლემატური საკითხების გათვალისწინებით დავგეგმე სასწავლო პროექტი ,,ქართული ვაზი, როგორც ფასეულობა’’, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებს და ღვინის წარმოების ტექნოლოგიას, ასევე თუ რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ღვინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

                 ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი ხელსშეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას, ისინი მეტად გააცნობიერებენ ქართული ვაზის მნიშვნელობას, გაეცნობიან ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს და შეეცდებიან იზრუნონ და გაუფრთხილდნენ ამ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის დაცვა ყველას ვალია.


























 


No comments:

Post a Comment