რუბრიკა -პროექტები
პ
რ ო ე ქ ტ ი ,,ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას’’
ავტორი:
სსიპ - ქალაქ
თბილისის N128 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
-თეა ძაგნიძე
მონაწილეები: სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები,ადმინისტრაცია.
კლასები:
7-3; 7-2; 9-1; 9-2; 10-1
პერიოდი:01.11.2019-02.12.2019
პრობლემის
განსაზღვრა:
თანამედროვეობის დიდ პრობლემას წარმოადგენს ცხოვრების არაჯანსაღი წესი,რაც გამოწვეულიასაზოგადოებისადაგანსაკუთრებითმოზარდების, არასათანადოინფორმირებულობით.
გაიზარდა მიდრეკილება მავნეჩვევებისაკენ (ალკოჰოლი,
ნიკოტინი, ნარკოტიკი),
არ ვიცავთ კვებისრეჟიმს,განუსაზღვრელი
დროით ვიყენებთ
მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერებს, რაც იწვევს მათზე დამოკიდებულებას,
ნაკლებად ვართ დაკავებული სპორტული აქტივობებით.
ამპრობლემისაქტუალობაზე, მეტყველებს, ბავშვებსადამოზარდებშიჯანმრთელობისმდგომარეობისადაგანვითარებისმაჩვენებლებისმკვეთრიგაუარესება: ნარკოტიკებისადათამბაქოსმოხმარებისმზარდიტენდენცია; მჯდომარეცხოვრებისწესისდამკიდრება, მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული თამაშებისადმი
მიდრეკილების გაზრდა, მოსწავლე-ახალგაზრდობისდაბალი ფიზიკურიაქტივობის, სპორტშიჩართულობისმაჩვენებლები. პრობლემისეფექტურიმოგვარებისათვისაუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბავშვთაფიზიკურაქტივობაშიჩართულობისამაღლება,
ვინაიდანის,
მოსახლეობისჯანმრთელობის,
განათლების,
კულტურისადაქვეყნისეკონომიკურიგანვითარებისხელშეწყობისპროცესისაუცილებელიდაერთ–ერთიმნიშვნელოვანიკომპონენტია.
ამ კუთხით საგანმანათლებლოსისტემისროლი დიდია, სკოლის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელსშეუწყობსმოზარდითაობისჩართულობისგაზრდასრეგულარულფიზიკურაქტივობასადაჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.ამკუთხით,
სწორედსკოლადაზოგადადსაგანმანათლებლოსისტემაწარმოადგენსქვეყნისსტრატეგიულიმნიშვნელობისსფეროს,
ვინაიდანმხოლოდაქარისორგანიზებულიდაერთიანსისტემაშიმოქცეულიმოსწავლე -ახალგაზრდობისყველაზემრავალრიცხოვანინაწილი.
პროექტის ჩატარება
გადამაწყვეტინა ზემოთ აღწერილმა პრობლემებმა და ასევე სკოლაში ჩატარებულმა მოსწავლეთა
და მშობელთა გამოკითხვამ,რის შედეგადაც გამოვლინდა,რომ მშობელთა და მოსწავლეთა უმრავლესობა
ცხოვრობს არაჯანსაღი ცხოვრების წესით,რაც გამოიხატება იმაში,რომ,მათ დარღვეული აქვთ
კვების რეჟიმი,გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავდა,
რომ ისინი დილით არ საუზმობენ სახლში და ძირითადად იკვებებიან სწრაფი კვების ობიექტების
საკვებით. რაცორივე შემთხვევაში საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გარდა არასწორი კვებისა,სკოლის
ზოგიერთი მოსწავლე და მათი მშობლები არიან თამბაქოს მომხმარებლები.ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებაში მათ ხელს უშლის დროის არასწორი განაწილება, დატვირთული დღის რეჟიმი.მოსწავლეთა
დიდი ნაწილი სპორტით დაკავების ნაცვლადდროის დიდ ნაწილს ქუჩაში
ატარებს ან დაკავებულია სოციალური
ქსელებით. აქვე აღსანიშნავია მშობელთა მოუცლელობა ბავშვების დღის რეჟიმის გასაკონტროლებლად.
ჩემი
აზრით, მოსწავლეებთან ერთად ამ პროექტში მშობელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს ზემოთ ჩამოთვლილი
პრობლემების მოგვარებას.
ვფიქრობ,
ნათელი უნდა იყოს, რამდენად სასარგებლოა მსგავსი პროექტების განხორციელება, ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და განათლებული,
საზოგადოების აქტიური წევრების ჩამოსაყალიბებლად. ყოველი პროგრესული საზოგადოების ამოცანაა აღზარდოს
ჯანსაღი ადამიანი, შემოქმედებითი, სულიერად მდიდარი,ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, სკოლას და საზოგადოებას უდიდესი როლი აქვს მოზარდის
ჩამოყალიბებაში. მათ ადრეული ასაკიდანვე უნდა
გავუჩინოთ პასუხისმგებლობა,ვასწავლოთ რას ნიშნავს იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.
საჭიროა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები.
ბიოლოგიის გაკვეთილებზე უაღრესად აქტუალურია აქცენტის გადატანა
ამ პრობლემებზე, მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ, თუ რა გავლენა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აღნიშნული პრობლემების
გათვალისწინებით დავგეგმე პროექტის ყველა ეტაპიმოსწავლეებთაან ერთად. დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკი და ინტერესები
ჯანსაღი გარემოს შექმნისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე.
სპორტული აქტივობები
დავგეგმე სპორტის მასწავლებელთან ინგა მუმლაურთან, ნინო ქომაშვილსა და დევი გაბიჩვაძესთან
ერთად, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროექტის ამ ნაწილში.
პროექტში ჩართული იყო ასევე კლასის დამრიგებლები:
ქეთევან ძნელაძე, გულნაზ გოგიტაური, თინა ბურკაძე, ციცინო მჟავანაძე. პროექტის
განხორციელებას მხარს უჭერდა სკოლის ადმინისტრაცია.
ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო
მიზნები ითვალისწინებს, რომ მოზარდმა იცოდეს:
1.
რას ნიშნავს ჯანსაღი გარემო და
ჯანსაღი ცხოვრების წესი,რატომ არის აუცილებელი
მათი დაცვა.
2.
შეძლოს ქვეყნისინტერესების, ტრადიციებისადაღირებულებებისმიმართსაკუთარიპასუხისმგებლობისგააზრება;
3.
კომუნიკაციაინდივიდებთანდაჯგუფებთან.
პროექტის
მოკლევადიანი მიზნები:
·
მოსწავლეებმა გაიზარონ თუ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს
მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ხანგრძლივი დროით მოხმარებას;
·
მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და
პოპულარიზაცია,გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა,არა მარტო თვითონ თქვან
უარი სიგარეტზე,ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე,არამედ განახორციელონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო
კამპანია სხვებთანაც;
·
მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს
ჯანმრთელობისთვის;
·
მოსწავლეებმაგაიაზრონ, რომჯანსაღი ცხოვრება, ჯანმრთელიმომავალიქვეყნისგანვითარებისგარანტიაა.
პროექტის გრძელვადიანი მიზნები:
·
მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამშრომლობითი, შემოქმედებითი, დისკუსიისა და
თვითშეფასების უნარები. სწავლებისას შეძენილი
ცოდნადანერგონ ცხოვრებაში;
·
აუმაღლდეთ მოქალაქეობრივი ცნობიერება.
პროექტის ბოლოს მისაღწევიმოკლევადიანი
შედეგი:
·
მოსწავლეები
გაიაზრებენ დღის რეჟიმისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
·
კომპეტენტურ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან
მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ხანგრძლივი დროით გამოყენების, ასევე ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.გაიაზრებენ, თუ რა მნიშვნელობა
აქვს სპორტსა და აქტიურ ცხოვრებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პროექტის ბოლოს მისაღწევი გრძელვადიანი შედეგი:
·
პროექტი ხელსშეუწყობს
მოსწავლეებში შემოქმეებითი, თანამშრომლობითი, დისკუსიისა და თვითშეფასების
უნარების განვითარებას;
·
პროექტის მონაწილენი შეძლებენ სწავლებისას შეძენილი ცოდნის დაკავშირებას
პრაქტიკასთან და მის გამოყენებას ცხოვრებაში;
·
პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას.
აქტივობები:
II ეტაპი:ვიდეო ფილმის ,,გაღმა ნაპირი’’ და ვიდეო რგოლების
კოლაჟის ჩვენება და განხილვა;
III ეტაპი:მოსწავლეთა მიერ პლაკატების, ბუკლეტებისა და სლოგანებისა
შექმნა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე;
IV ეტაპი: სხვადასხვა სპორტული აქტივოვბების მოწყობა: მხიარული
სტარტები- შეჯიბრი სირბილში, მაგიდის ჩონგბურთში და მკლავჭიდში-სკოლის სპორტულ დარბაზში;
V ეტაპი:ლაშქრობა ლისის ტბაზე; კუს ტბაზე;
No comments:
Post a Comment