Tuesday, June 11, 2019

რუბრიკა-პროექტები

სოციალური პროექტი - „თბილისი ჩემი ქალაქია“
ავტორი -      თეა ძაგნიძე
მონაწილეები -  მოსწავლეები, მშობლები;
კლასები - 10-1 და 10-2
პერიოდი - 01.03.2017 – 13.04.2017
თემის აქტუალობა -  თანამედროვე ადამიანისთვის პრიორიტეტი  პირადი ინტერესებია, ამიტომაც ახალგაზრდებისათვის ხშირად ძალიან რთულია პასუხისმგებლობის, ტოლერანტობისა და გარემოზე ზრუნვის თვისების აღმოჩენა. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი პიროვნებაში ამ თვისებებოს განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ თვისებების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს, მაგრამ  მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი მათი მშობლები არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი 2 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების   მონაწილეობით.
პროექტის მიზანი
განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
 პროექტის ამოცანები
1.I ეტპაზე შეგროვდეს მაკულატურა მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპზე მაკულატურისგან მიღებული თანხით/ან გაცვლით შევიძინოთ ნერგები;
3.III ეტაპზე კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები დაასუფთავებენ სკოლისა და მიმდებარე ტერიტორიას. 
განხორციელების გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. პროექტის სამი ეტაპის: მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, ხეების დარგვისა და დასუფთავების პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა (მშობლები);
4.აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები მოსწავლეებთან ერთად;
6. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას საზოგადოებრივ  საქმეში; მშობლები მეტად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, რითაც უფრო პროდუქტიული გახდება სკოლისა და თემის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და შემწყნარებელი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები:
მაკულატურა, ნერგები, სკოლის დასასუფთავებელი ინვენტარი.
ელექტრონული - Word  Excel  Power Point;
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1.შეგროვებული მაკულატურის რაოდენობით;
2.დარგული მცენარეების რაოდენობით;
3.სკოლის ტერიტორიის დასუფთავების ხარისხით;
4.პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
5.პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი (სკოლის 2 პედაგოგი და 2 კლასიდან 2 მშობელი) აკვირდება ორ ეტაპზე მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და რეალიზაციის პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:
შესაძლოა მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისათვის საჭირო რაოდენობამ არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ შემთხვევაში დაიგეგმება დამატებითი ღონისძიებები მათი მოტივაციის ასამაღლებლად, მაგალითად,  ღია კარის დღეები, კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის აქტივობები.
პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება
15-17.02
20-23.02
24-27.02
28.02-07.03
15.03-16.03
16.03- 05.04
10.04
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;

     X






2. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;

  X
 
  



3. პროექტის სამი ეტაპის: მაკულატურის შეგროვება-ჩაბარების, ხეების დარგვისა და დასუფთავების  ნაწილის პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;



X

  


4.ინტერვენცია-
მაკულატურის შეგროვება-ჩაბარება



X



         
5.ნერგების შეძენა-დარგვა




X


6.სკოლისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება




X


7.საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია;





X

18. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.







X

No comments:

Post a Comment