რუბრიკა- პროექტები
პ რ ო ე ქ ტ ი გზა ჯანმრთელობისკენ-ჯანსაღი
გარემო,ჯანსაღი ცხოვრების წესი
საგანი-ბიოლოგია
ავტორი:
სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი -თეა ძაგნიძე
კლასი -82
მოსწავლეთა რაოდენობა
30.
სპეციალური საჭიროების
მქონე არცერთი.
პრობლემის განსაზღვრა:
თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ბუნების
და ადამიანის ურთიერთქმედება.ბუნება ადამიანის საცხოვრებელი გარემოა,მასზეა დამოკიდებული
დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობაც და კაცობრიობის მომავალიც.ადამიანის
და ბუნების ურთიერთქმედება ისეთ პრინციპებს უნდა დაეყრდნოს,როგორიცაა ბუნების გონივრული
გამოყენება და ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება.ბუნების დაცვის ღონისძიებები ჰაერის
სისუფთავის,წყლის რესურსების,ნიადაგის, მცენარეული და ცხოველური სამყაროს სისუფთავის
დაცვა ადამიანთა მრავალი თაობის ფიზიკური და ზნეობრივი სიჯანსაღის საწინდარია.
ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ცხოვრების
არაჯანსაღი წესი,რაც გამოწვეულია საზოგადოების და, განსაკუთრებით, მოზარდების არასათანადო ინფორმირებულობით რაც ხელს უწყობს მავნე ჩვევებისკენ (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკი) მიდრეკილებას, არასწორი კვების რეჟიმის დაცვას, არაჯანსაღი (გენმოდიფიცირებული) პროდუქტების მიღებას და სპორტისადმი ნაკლებ ინტერესს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და სწორ კვებაზეა დამოკიდებული.
პროექტის ჩატარება გადამაწყვეტინა ზემოთ აღწერილმა პრობლემამ
და ასევე სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ ,რის შედეგადაც გამოვლინდა,რომ მოსწავლეთა უმრავლესობა
ცხოვრობს არაჯანსაღი ცხოვრების წესით,რაც გამოიხატება იმაში,რომ,მათ დარღვეული აქვთ
კვების რეჟიმი,გამოკითხული მოსწავლეების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ისინი დილით არ
საუზმობენ სახლში და ნაწილი ან საერთოდ მშიერია
დღის 2-3 საათამდე ან იკვებებიან სწრაფი კვების ობიექტების საკვებით. რაც ორივე შემთხვევაში საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გარდა
არასწორი კვებისა,სკოლის ზოგიერთი მოსწავლე არის თამბაქოს მომხმარებელი. ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებაში მათ ხელს უშლის დროის არასწორი განაწილებაც.იმის მაგივრად რომ
სპორტით დაკავდნენ ისინი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ ან დაკავებულები არიან სოციალური
ქსელებით.
საჭიროა დაიგეგმოს პრევენციული
ღონისძიებები.
ბიოლოგიის გაკვეთილებზე
უაღრესად აქტუალურია აქცენტის გადატანა ამ პრობლემებზე, მოსწავლეებმა უნდა გაითავისოს,
თუ რა გავლენა აქვს ჯანსაღ გარემოს და ჯანსაღი
ცხოვრების წესს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით დავგეგმე პროექტის ყველა ეტაპი მოსწავლეებთან ერთად. დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა წინარე ცოდნა, ასაკი
და ინტერესები ჯანსაღი გარემოს შექმნის და
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე.
სპორტული აქტივობები დავგეგმე სპორტის მასწავლებელთან
ინგა მუმლაურთან ერთად,რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო პროექტის ამ ნაწილში. პროექტში
ჩართული იყო ასევე კლასის დამრიგებელი: ქეთი თულიანი.პროექტის განხორციელებას მხარს
უჭერდა სკოლის ადმინისტრაცია.
ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნები ითვალისწინებს,
რომ მოზარდმა იცოდეს, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი,რატომ
არის აუცილებელი ამ წესის დაცვა.ასევე განათლების ეროვნული სასწავლო მიზნები
ითვალისწინებს,რომ მოზარდმა იცოდეს რატომ უნდა
შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.
პროექტის მიზნები:
·
მოზარდებმა
შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია,გაიაზრონ ჯანსაღი საკვების
მიღების მნიშვნელობა,არა მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე,ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე,არამედ
განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია,ხელი შეუწყონ ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
·
მოსწავლეებმა
იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე.მოსწავლეებმა გაიზარონ
თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.აგრეთვე მიზანს წარმოადგენს:
შემოქმედებითი უნარის, თანამშრომლობითი უნარის, კვლევის უნარის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარება, პრეზანტაციის უნარის,
თვითშეფასების უნარის განვითარება. ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. სწავლებისას შეძენილი ცოდნის დაკავშირება
პროექტის თემატიკასთან და მის ახალ სიტუაციაში გამოყენება.
·
სამოქალაქო
და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
მოსალოდნელი შედეგები: ესეგ-ეს მიხედვით.
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები:
ბიოლ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1.აღწერს ფიზიკური აქტივობის
მნიშვნელობა ადამიანის
ჯანმრთელობისათვის და განსაზღვროს მისი როლი სხვადასხვა
დაავადების რისკის შემცირებას;
2.შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია
არასწორი კვების (მაგ., ”სწრაფი კვების” პროდუქტების გამოყენება) შედეგად
მოსალოდნელი დარღვევების შესახებ (მაგ., ავიტამინოზები, ჭარბი წონა);
3.შეუძლია
მოიპოვოს ინფორმაცია და
გაანალიზოს
თამბაქოს წევის, ალკოჰოლის
და ნარკოტიკული
ნივთიერებების მოხმარების
მავნე გავლენა ორგანიზმის
სხვადასხვა სისტემის
ფუნქციონირებაზე;
4.აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ, შიდსი,
ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში;
კვლ. VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4.მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
პროექტის
ბოლოს მისაღწევი შედეგი:
·
მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების და კვების რეჟიმის
მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
·
კომპეტენტურ
სპეციალისტთან კონსულტაციის
შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ალკოჰოლისა, თამბაქოსა და ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა
აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს და რა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის
სპორტი და ფიზიკური აქტივობა.
·
მოსწავლეები
გაიაზრებენ ჯანსაღი, სუფთა გარემოს მნიშვნელობას და შეეცდებიან
გაუფრთხილდნენ მას;გაიზრდება მათი
ეკოლოგიური ცნობიერება.
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარი,
კვლევის ჩატარების უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა
და დროის განაწილების უნარი, თვითშეფასების უნარი;
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფში მუშაობის უნარი,გააცნობიერებენ
გუნდური საქმიანობის უპირატესობას;
·
გამოავლენენ
შემოქმედებით უნარებს: სწავლებისას შეძენილი ცოდნის დაკავშირებას პროექტის თემატიკასთან
და მის ახალ სიტუაციაში გამოყენებას.
აქტივობები:
I ეტაპი: ჯგუფებისთვის თემების განაწილება;
მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების,კვლევის
უნარი ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება.
კლასი დაიყო
5 ჯგუფად .თითოეულ ჯგუფს მიეცათ
დავალება,მოეძიებინათ ინფორმაცია შესაბამისი ლიტერატურისა
და ინტერნეტ-გვერდების გამოყენებით,პრეზენტაცია
მოემზადებინათ Power point-ში,გაეკეთებინათ
გამოკითხვა შესაბამისი თემების მიხედვით.
II ეტაპი: გარემო და ადამიანი-გარემოსდაცვითი
ღონისძიებები;
მიზანი: ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,გაცნობიერება იმისა
თუ რა გავლენა აქვს სუფთა და ჯანსაღ გარემოს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
1.გამწვანების აქცია-სკოლის
ეზოში მწვანე ნარგავების დარგვა;
2.დასუფთავების აქცია-სკოლის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის
დასუფთავება;
3.ექსკურსია გარდენიაში;
III.ეტაპი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა,
ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის
დანერგვის პოპულარიზაცია;
გააზრება იმისა თუ რა როლი აქვს სპორტს და საერთოდ აქტიურ ცხოვრებას ადამიანის ჯანმრთელობაზე;
გაეცნონ მოსწავლეები
თუ რა უწყობს ხელს შიდსის ვირუსის
და C ჰეპატიტის გავრცელებას
ასევე გაეცნონ პირადი ჰიგიენის წესებს.
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
1.
მოსწავლეთა
მიერ მოსახლეობის გამოკითხვა თუ როგორ ესმით
ჯანსაღი ცხოვრების წესი და იცავენ თუ არა მას; 2.
ბუკლეტების დარიგება;
3.სხვადასხვა სპორტული აქტივოვბების მოწყობა: შეჯიბრი
მაგიდის ჩონგბურთში-სკოლის სპორტულ დარბაზში.16.03.2017წ.
შეჯიბრი რბენაში ,,დინამო არენას’’ სარბენ ბილიკზე 20.03.2017წ.
შეჯიბრი რბენაში მუშთაიდის პარკში 21.03.2017წ.
შეჯიბრი,, მინი ფეხბურთში’’-სკოლის სპორტულ მოედანზე
24.03.2017წ.
3. ვიზიტი შიდსის ცენტრში-ლექცია შიდსის ვირუსის და C ჰეპატიტის გავრცელების გზებზე.ლექციის წამმართველი ექიმი კონსულტანტი
,მედიცინის დოქტორი ქ-ნი მაია ცინცაძე.
IV. ეტაპი: დასკვნითი გაკვეთილი;
მიზანი: პროექტის ერთგვარი შეჯამება.
1.მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას მოძიებულ მასალაზე,ასევე წარმოადგენენ
გამოკითხვის შედეგებს.
2. მოწვეული იქნება
სკოლის ექიმი ქ-ნი თამარ რამიშვილი,რომელიც
უპასუხებს მოსწავლეთა შეკითხვებს და მისცემს მათ რეკომენდაციებს სწორი კვების
და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის
აუცილებლობაზე.
3.მოწვეული იქნება სკოლის ფსიქოლოგი ქ-ნი ნანა .... რომელიც უპასუხებს მოსწავლეთა
შეკითხვებს და აღწერს თუ რა გავლენას ახდენს არაჯანსაღი ცხოვრების წესი (მაგ:ნარკოტიკები,ალკოჰოლი
)ადამიანის ფსიქიკაზე.
V.ეტაპი: კედლის გაზეთის
გამოშვება, რომელშიც ასახული იქნება
პროექტის ყველა ეტაპის აქტივობები.
მიზანი: ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება. ჯანსაღი
ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
რესურსები:
ფერადი ფურცლები,
მარკერები,ფორმატები , ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,კომპიუტერი,პროექტორი,მწვანე ნარგავები,
სპორტული ინვენტარი.
ამოცანები და განხორციელების
გზები:
ამოცანა 1
- პროექტის დაგეგმვა,თემების გადანაწილება
ჯგუფებში;
ამოცანა 2
- სკოლის ეზოს დასუფთავება;
ამოცანა 3 - სკოლის ადმინისტრაციის მიერ კლასისთვის გამოყოფილ
ფართზე მწვანე ნარგავების გაშენება;
ამოცანა 4- ექსკურსია გარდენიაში;
ამოცანა 5-ჯგუფების
მიერ გამოკითხვის ჩატარება და ბუკლეტების
დარიგება;
ამოცანა 6– -სხვადასხვა სპორტული აქტივობების მოწყობა,როგორიცაა
შეჯიბრი რბენაში და მაგიდის ჩონგბურთში;
ამოცანა 7-ექსკურსია
შიდსის ცენტრში;
ამოცანა 8- დასკვნითი გაკვეთილის ჩატარება;
ამოცანა 9-კედლის
გაზეთის გამოშვება
ვადები15.03.2017 – 15.04.2017წ
შეფასების
ფორმა: განმსაზღვრელი-შემაჯამებელი
განმავითარებელი-კომენტარი
პროექტის
კალენდარი
აქტივობის დასახელება
|
27.02.2017
|
1.03.2017
|
3.03.2017
|
6.03.2017
|
7.03.2017
|
16.03.-24.03.2017წ
|
27.03.2017
|
7.04.2017
|
10.04.2017
|
1. ჯგუფებისთვის
თემების განაწილება
|
X
|
||||||||
2.სკოლის
ეზოს დასუფთავება
|
X
|
||||||||
3.ნერგების დარგვა
|
X
|
||||||||
4.ექსკურსია
გარდენიაში
|
X
|
||||||||
5.მოსახლეობის გამოკითხვა და ბუკლეტების დარიგება
|
X
|
||||||||
6.სხვადასხვა სპორტულ
აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობა
|
X
|
||||||||
7.ექსკურსია შიდსის ცენტრში
|
X
|
||||||||
8. დასკვნითი გაკვეთილი
|
X
|
||||||||
9. კედლის გაზეთის გამოშვება
|
X
|
ჯგუფების მიერ წარმოებული კვლევა
წარიმართა შემდეგი კითხვარებით;
მიზანი:
იმის განსაზღვრა მოსახლეობის რა ნაწილმა იცის რა
იგულისხმება ჯანმრთელი ცხოვრების წასში, რამდენი ცდილობს იცხოვროს ამ წესის
დაცვით, რამდენი ცდილობს შექმნას ჯანსაღი გარემო და დაიცვას პირადი ჰიგიენის
წესები,ისეთი ინფექციური დაავადებებისგან ,როგორიცაა მაგ:შიდსი და ტუბერკულოზი.
-ცხოვრობთ თუ არა ჯნსაღი ცხოვრების
წესით?
ა. დიახ
ბ. არა
გ.თავი შეიკავა
-თქვენი აზრით, აზიანებს თუ არა
ჩვენს ჯანმრთელობას არასწორი კვება?
ა. დიახ
ბ. არა
გ.თავი შეიკავა
- მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა
ბუნებისდაცვით ღონისძიებებში?
ა. დიახ
ბ. არა
გ. თავი შეიკავა
-ხართ თუ არა თამბაქოს მომხმარებელი ?
ა. დიახ
ბ. არა
გ. თავი შეიკავა
-იცით თუ არა რა იწვევს ტუბერკულოზს?
ა. დიახ
ბ. არა
გ. თავი შეიკავა
-იცით თუ არა რა უწყობს ხელს შიდსის
ვირუსის გავრცელებას?
ა. დიახ
ბ. არა
გ. თავი შეიკავა
- ხართ თუ არა დაკავებული სპორტით ?
ა.დიახ
ბ.არა
გ.თავი შეიკავა
პროექტის,,გზა
ჯანმრთელობისკენ-ჯანსაღი გარემო,ჯანსაღი ცხოვრების წესი’’
ანგარიში
შეფასების სქემა.
ჯგუფი
|
შემაჯამებელი
განმსაზღვრელი
|
განმავითარებელი
|
I
|
9
|
საჭიროა პრეზენტაციის უნარის განვითარება.
|
II
|
9
|
საჭიროა შემოქმედებითი უნარის დახვეწა.
|
III
|
10
|
პრაქტიკულად უშეცდომოა.
|
IV
|
9
|
გასავითარებელია შემოქმედებითი უნარის განვითარება.
|
V
|
9
|
საჭიროა პრეზენტაციის
უნარის დახვეწა.
|
მოსწავლეთა
ნაშრომების შეფასება კრიტერიუმების მიხედვით (10-ქულიანი სისტემით)
ჯგუფი
|
ნაშრომი პასუხობს პირობას
|
კვლევის მომზადების წესები
|
ისტ-ის ყველა მითითებული პროგრამის
გამოყენების უნარი
|
შემოქმედებითი
უნარი
|
პრეზენტაციის
უნარი
|
ნაშრომი
ორიგინალურობა, ავტორის
დამოუკიდებელი
აზროვნება
|
ჯამი
|
ქულა
|
I
|
||||||||
II
|
||||||||
III
|
||||||||
IV
|
||||||||
V
|
პროექტის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა
რა იყო პროექტში შენთვის ყველაზე
საინტერესო?
|
|
რა ისწავლე ამ პროექტზე
მუშაობისას?
|
|
რა გააკეთე ამ პროექტზე?
|
|
ვისთან ერთად იმუშავე?
|
|
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი
წარმატების მიზეზი?
|
|
რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი
წარუმატებლობის მიზეზი?
|
|
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?
|
მასწავლებლის
თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს
გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
|
დიახ
|
არა
|
პროექტში მონაწილეობდა ყველა
მოსწავლე?
|
დიახ
|
არა
|
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
|
დიახ
|
არა
|
პროექტი გაწერილ დროში შესრულდა?
|
დიახ
|
არა
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები
ქულა
|
ნაშრომი პასუხობს პირობას
|
პროექტის მომზადების წესები
|
ისტ-ის ყველა მითითებული პროგრამის გამოყენების უნარი
|
შემოქმედებითი
უნარი
|
პრეზენტაციის
უნარი
|
ნაშრომი
ორიგინალურობა, ავტორის
დამოუკიდებელი
აზროვნება
|
1-4
|
ნაშრომი არ პასუხობს პირობას
|
არ არის დაცული
|
არც ერთი პროგრამა არ არის გამოყენებული
|
არ ჩანს საერთოდ
|
ვერ წარადგენს აუდიტორიის წინაშე
|
არ ჩანს საერთოდ
|
5-6
|
ნაწილობრივ პასუხობს
|
დაცულია მხოლოდ ზოგიერთი კომპონენტი
|
გამოყენებულია 1 პროგრამა
|
ნაშრომი ღარიბია და არ არის საინტერესო
|
წარადგენს შეფერხებებით, თვალსაჩინო მასალასთან არ
არის ჰარმონიაში
|
ნაშრომი ღარიბია და არ არის საინტერესო
|
7-8
|
ძირითადად პასუხობს
|
ძირითადად დაცულია
|
გამოყენებულია 2-3 პროგრამა
|
ნაშრომი გაფომებულია ნახატით
|
წარადგენს გამართული მეტყველებით, გასაგებად, უმნიშვნელოდ
ცდება თვ/მასალას
|
აზრი ორიგინალურად არის გადმოცემული ან ჩანს დამოუკიდებელი
აზროვნება
|
9-10
|
სრულყოფილად პასუხობს
|
ყველა კომპონენტი დაცულია
|
მაქსიმალურად არის გამოყენებული
|
ნაშრომი გაფორმებულია ნახატით,მოკლე ფრაზებით.
|
წარადგენს გამართული მეტყველებით, გასაგებად, ჰარმონიულად თვ/მასალასთან
|
აზრი ორიგინალურად არის გადმოცემული და ჩანს დამოუკიდებელი
აზროვნება
|
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა.
შედეგები
|
1 - 2
|
3 - 4
|
5 - 6
|
7 - 8
|
9 - 10
|
მეტყველება
|
საუბრობს გაუგებრად.
|
საუბრისას ლოგიკა დარღვეულია და ბუნდოვანია.
|
ნაწილობრივ გასაგებად საუბრობს,უარგუმენტოდ.
|
საუბრობს ლოგიკურად
შეიმჩნევა მცირე ხარვეზები.
|
საუბრობს ლოგიკურად ,არგუმენტირებულად და
გასაგებად.
|
დასკვნების გამოტანის უნარი
|
არ აკეთებს დასკვნებს
|
არის მცდელობა დასკვნების გამოტანის
|
დასკვნა ალოგიკურია
|
ლოგიკურად არის ჩამოყალიბებული.
|
ძალიან კარგად გამოაქვს დასკვნები.
|
აუდიტორიასთან კონტაქტი.
|
არ არის კონტაქტი.
|
უჭირს კონტაქტის დამყარება.
|
პერიოდულად ამყარებს კონტაქტს.
|
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
|
კარგად ფლობს კომუნიკაციების უნარს.
|
თვალსაჩინოების გამოყენება.
|
არ იყენებს თვალსაჩინოებას.
|
იყენებს მწირედ და შეუსაბამოდ.
|
იყენებს შეუსაბამოდ.
|
იყენებს თვალსაჩინოებას(ცხრილებს და დიაგრამებს) შესაბამისად.
|
იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს პრეზენტაციისათვის.
|
განმავითარებელი შეფასება-ანალიტიკური რუბრიკა
კრიტრიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
ძალიან
კარგი
|
შემოქმედებითი უნარი
|
არ აქვს შემოქმედებითი
უნარი განვითარებული.
|
ნაკლებად აქვს შემოქმედებითი უნარი განვითარებული.
|
შემოქმედებითი უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული შემოქმედედბითი
უნარი.
|
პრეზენტაციის უნარი
|
არ აქვს პრეზენტაციის
უნარი განვითარებული.
|
ნაკლებად აქვს პრეზენტაციის უნარი განვითარებული
|
პრეზენტაციის
უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი.
|
პრობლემის გადაჭრის უნარი
|
არ აქვს განვითარებული
პრობლემის გადაჭრის უნარი.
|
ნაკლებად აქვს განვითარებული
პრობლემის გადაჭრის უნარი.
|
პრობლემის გადაჭრის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრობლემის გადაჭრის
უნარი.
|
დასკვნის გამოტანის უნარი
|
არ აქვს განვითარებული
დასკვნის გამოტანის უნარი.
|
ნაკლებად აქვს განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
|
დასკვნის გამოტანის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
|
დროის ლიმიტის დაცვის უნარი
|
არ აქვს განვითარებული
დროის ლიმიტის დაცვის უნარი.
|
ნაკლებად აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის
უნარი.
|
დროის ლიმიტის დაცვის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის
უნარი.
|
პროექტის
მიმდინარეობის მონიტორინგი
გარე მონიტორინგი - არ არის
შიდა მონიტორინგი
-
1. რეგულარულად ვამოწმებდი მოსწავლეების ჩართულობას
კვლევის მომზადების პროცესში. შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები
ცდილობდნენ, მომავლისთვის გადაედოთ სამუშაო, მაგრამ პროექტის ვადაში შესრულების აუცილებლობიდან
გამომდინარე იძულებულნი იყვნენ, დავალება შეესრულებინათ
მითითებულ ვადაში.
2. შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კრიტერიუმი
დამოუკიდებელი და ორიგინალური აზროვნების გამოვლენაა. ამიტომ ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეებს,
რომელთაც შედარებით უჭირთ თავიანთი შეხედულების წარმოჩენა.
3. ვცდილობდი, ყოველი მოსწავლისთვის მისი საჭიროებებიდან
გამომდინარე დამეთმო ყურადღება.
4. ვცდილობდი,გამეღვივებინა შემოქმედებითი და ორიგინალური
აზროვნების უნარი, თუმცა ზოგიერთ მოსწავლესთან შედეგს ვერ მივაღწიე.
პ რ ო ე ქ ტ ი ს რეფლექსია
მოქნილობა - მოსწავლეებმა მეტნაკლებად შეძლეს მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია;
თანამშრომლობა - მოსწავლეები
ეხმარებოდნენ ერთმანეთს რთული დავალების შესრულებაში, წარმატების მიღწევაში.
საიმედოობა - არც ერთი მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენდა არც ერთ შეხვედრას, ყველა პირნათლად ასრულებდა მასზე
დაკისრებულ ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად.
კომუნაკაცია- მოსწავლეები უსმენდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთის
აზრებს.ადეკვატურად გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციურ მდგომარეობას.
პროექტის ამოცანების შესრულება - პრაქტიკულად ყველა ამოცანა შესრულებულია.
პროექტის ვადები - გარკვეული დაბრკოლებების გამო დროში გაიწელა- დროის მართვაში
დაშვებული ხარვეზი;
რას შევცვლიდი-მიმაჩნია, რომ პროექტი წარმატებული იყო ამიტომაც, ალბათ,
არაფერს შევცვლიდი.
რას მივაღწიე - შეძლეს გაეანალიზებინათ ჯანსაღი გარემოს და ჯანსაღი
ცხოვრების წესის როლი ადამიანის ჯანმრთელობაზე ; მოვახერხე ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა განივითარეს კვლევის და გამოკითხვის
ჩატრების უნარი.
მოსწავლეებმა განავითარეს კვლევის უნარი, დახვეწეს დამოუკიდებელი
აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები.
დახვეწეს დამოუკიდებელი
აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები; პროდუქტიულად გამოიყენეს ისტ-ი; მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს მომზადებული
საპრეზენტაციო მასალა.
ძალზედ საინტერესოა, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს პრეზენტაციის უნარი. იმსჯელეს თუ რა როლი აქვს გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.იმსჯელეს
არასწორი კვებით გამოწვეულ დარღვევებზე, როგორიცაა მაგ.(ავიტამინოზი და სიმსუქნე.)ასევე
იმსჯელეს თამბაქოს,ალკოჰოლის და ნარკოტიკების მავნეობაზე. მოსწავლეთა ნაშრომებსა და თვალსაჩინოებებში მკვეთრად
წარმოჩინდა არამხოლოდ მათი გონივრული აზრები, არამედ ემოციები.
პროექტზე მუშაობამ მოსწავლეები განაწყო ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში
აქტიური მონაწილეობისათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მის
პოპულარიზაციაში. ასევე მოსწავლეებმა შეძლეს ზოგიერთი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების
დაუფლება,როგორიცაა: წიგნიერება ,მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, ეკოლოგიური
წიგნიერება, სოციალური და მოქალაქეობრივი წიგნიერება.
თუმცა პროექტის განხორციელებას თან ახლდა გარკვეული
ხარვეზებიც,რაც გამოიხატება იმაში,რომ გარკვეული
დაბრკოლებების გამო(მარტის თვეში არდადეგების გამო)დროში გაიწელა- დროის მართვაში დაშვებული ხარვეზი;
პასიური
მოსწავლეების უფრო მეტად ჩართვა.
იყო ასევე
პრეზენტაციები ხარვეზებით. მაგ. მოპოვებული ინფორმაცია არ იყო გადამუშავებული სათანადოდ.
დასკვნა: ვფიქრობ, ნათელი უნდა იყოს, რამდენად სასარგებლოა მსგავსი
პროექტების განხორციელება,როგორც ჯანსაღი გარემოს
შენარჩუნებაში, ასევე როგორც განათლებული, საზოგადოების აქტიური წევრების ჩამოსაყალიბლებლად;
ყოველი პროგრესული საზოგადოების ამოცანაა აღზარდოს ჯანსაღი ადამიანი, შემოქმედებითი
,სულიერად მდიდარი,ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, სკოლას და საზოგადოებას უდიდესი როლი აქვს მოზარდის
ჩამოყალიბებაში; მათ ადრეული ასაკიდანვე უნდა შევაყვაროთ გარემო, ვასწავლოთ მასზე ზრუნვა
და გავუჩინოთ პასუხისმგებლობა,ვასწავლოთ რას ნიშნავს იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით
და ბოლოს, ამ პროექტმა არა მარტო ბავშვებს, მეც ბევრი რამ მასწავლა და უდიდესი
გამოცდილება შემძინა.ამ პროექტმა საშუალება მომცა დამენახა მოსწავლეთა ის უნარ-ჩვევები,რომელსაც
გაკვეთილზე ხშირ შემთხვევაში ვერ ამჟღავნებენ.
სამიზნე ჯგუფი: ქ.თბილისის
128-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის ავტორი ქ.თბილისის 128-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის
მასწავლებელი: თეა ძაგნიძე
განხორციელების ადგილი: ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლა
განხორციელების დრო: 27.02–7.04. 2017 წელი
No comments:
Post a Comment