Monday, June 3, 2019

რუბრიკა-სამოდელო გაკვეთილები



გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმის ნიმუშს, რომელიც  ჩემი აზრით, დაეხმარება კოლეგებს, რათა უფრო მარტივად დაგეგმონ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები
  

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
ტიპი
სამოდელო -  პრობლემაზე ორიენტირებული
საგანი
ბიოლოგია
მასწავლებელი
თეა ძაგნიძე
კლასი
IX1კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა
30
სპეციალური საჭიროების მოსწავლე
 არა
თემა
გენური ინჟინერია
სასწავლო მიზანი
1. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული პრობლემის
 იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძებნა.
2. არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოძიების, 

პრეზენტაციის, სიტუაციური ამოცანების გაანალიზება,
 პრობლემის აღმოჩენის,  ფორმულირების და  პრობლემის 
გადაჭრის უნარის განვითარება.
ასევე დასკვნის გამოტანის, ინფორმაციის დახარისხების, 
 საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის  უნარ-ჩვევის
 განვითარება.




კავშირი ესგ-სთან

ბიოლ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და
 ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის
 კანონები. იმსჯელოს გენეტიკის
მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.

ბიოლ.IX.6.7. მოიპოვებს ინფორმაციას და მსჯელობს გენეტიკის როლზე 
სელექციასა და მედიცინაში,მასალას წარმოადგენს
 პრეზენტაციის სახით.

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.



მგაკვეთილის რაოდენობა
1გაკვეთილი
რესურსები
კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, მარკერი,   ჯგუფური 
მუშაობის შეფასების რუბრიკა, პრობლემის გადაჭრის
 შეფასების რუბრიკა. განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,ვიდეო
რგოლი
https://www.youtube.com/watch?v=3pOtsyAWMhQპროექტორი, 
კომპიუტერი
წინარე ცოდნა
მოსწავლეს უნდა  შეეძლოს ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის 
კანონები, შეეძლოს იმსჯელოს ცვალებადობის ფორმებზე
ასევე შეეძლოს მსჯელობა სელექციის ტრადიციულ და თანამედროვე 
 მეთოდებზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
უნდა ქონდეთ გაანალიზების, პრობლემის გადაჭრის, დასკვნების 
გამოტანის და  თანამშრომლობის უნარები.


შეფასების ფორმები
მიმდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითარებელი
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა
მიზანი
დრო
ორგანიზების ფორმა
რესურსი
შეფასების ფორმა


მასწავლებელი ესალმება კლასს, ამოიკითხავს სიას, აცნობს მათ გკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.   
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისათვის;
2წთ
საკლასო
საკლასო
ჟურნა-
ლი, შეფასების
რუბრიკები




აქტივობა 1
ვიდეო -რგოლის ჩვენება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო-რგოლს. რომელშიც ასახულია  სიტუაცია,რომელიც ეხება პროდუქტებს,რომელზეც  არ არის არანაირი ინფორმაცია გენმოდიფიცირებულია ის თუ არა.(იხ.ლინკი https://www.youtube.com/watch?v=3pOtsyAWMhQ
მოსწავლეები აღმოაჩენენ ვიდეო-რგოლში დასმულ პრობლემას და მოახდენენ მის ფორმულირებას, რომელსაც მასწავლებელი დაწერს დაფაზე. ,,რა ინფორმაციას უნდა ფლობდეს მომხმარებელი პროდუქციის შეძენისას?’’
აქტივობა 2
მოსწავლეთა მოძიებული ინფორმაციის და კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები აკეთებენ მოძიებული ინფორმაციის და კვლევის შედეგების პრეზენტაციას სლაიდ-შოუს გამოყენებით.

პრობლემის აღმოჩენისა და ფორმულირების უნარის განვითარება.











პრეზენტაციის უნარის განვითარება.
3წთ















5წთ
საკლასო















წყვილები
პროექ-
ტორი,
კომპიუ-
ტერი












პროექ-
ტორი,
კომპიუ-
ტერი
























განმავითარებელი(კომენტარით უკუკავშირი).
IIფაზა
აქტივობა 3
T-დიაგრამის შევსება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სვამს შეკითხვას:რა რისკ ფაქტორებს უნდა წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმები?მასწვლებელი მოსწავლეების დახმარებით დაფაზე ავსებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დადებით და უარყოფით მხარეებს T-დიაგრამის გამოყენებით.
აქტივობა4
ჯგუფური მუშაობა.
აქტივობის აღწერა:
კლასი იყოფა 4ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა სხვადასხვა სიტუაციური ამოცანა.
თითოეული ჯგუფი  მუშაობს  სიტუაციურ ამოცანაში   დასმულ პრობლემაზე  და სახავს გადაჭრის გზებს.


ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევის განვითარება.








არგუმენტირებული მსჯელობის, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა, პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება.



5წთ











8წთ
საკლასო











ჯგუფური.
დაფა და ცარცი.











თაბახის ფურცლები,
მარკერები, ფერადი
ფანქრები.
განმავითარებელი(კომენტარით უკუკავშირი).






































IIIფაზა

აქტივობა 5
ნაშრომების პრეზენტაცია და შემდეგ დასკვნების გამოტანა.
აქტივობის აღწერა:
თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას. შესაძლებელია
  ნახატი, სლოგანი, ფლაერი და სხვ.
ასევე გამოაქვთ დასკვნები, რომელშიც გარდა პრეზენტატორისა ჯგუფის სხვა წევრებიც მონაწილეობს.
მასწავლებელი ამავდროულად დაფაზე წერს მოსწავლეების მიერ  დასახელებულ პრობლემათა მოგვარების შესაძლო ვარიანტებს.
აქტივობა 6
შეფასება და თემის შეჯამება.
მასწავლებელი დაფაზე დაწერილ ამონარიდებზე დაყრდნობით აჯამებს საკითხს. აფასებს შესრულებულ სამუშაოს.
 აქტივობის აღწერა:
შეფასდა როგორც მთელი ჯგუფი,ასევე ჯგუფის თითოეული წევრი შესაბამისი შეფასების რუბრიკების საშუალებით.


დასკვნის გამოტანის უნარის განვითარება.









თემის შეჯამება კითხვა-პასუხით.
შეფასება.







12წთ












5წთ
ინდივიდუალური.












საკლასო
თაბახის ფურცლები,მარკერები,
ფერადი ფანქრები.










შეფასების რუბრიკები




































მიმდინარე განმსაზღვრელი
მიმდინარე განმავითარებელი
აქტივობა 7
 გასასვლელი ბილეთების დარიგება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი არიგებს გასასვლელ ბარათებს,რომელშიც არის კითხვარები.
1.რა ვისწავლეთ დღეს?
2.როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
3.რომელი საკითხი დამრჩა ბუნდოვანი.


მოსწავლემ შეძლოს თვითშეფასება და შედეგების ანალიზი.

3წთ
ინდივიდუალური
გასასვლელი
 ბილეთები და
კალამი.

აქტივობა 8
საშინაო დავალება
მოიძიონ ინფორმაცია  იმ ცნობილ კომპანიებზე, რომლებიც იყენებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას.

ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება.
2წთ
საკლასო
სახელმძღვანელო
ან ინტერნეტი.








განმავითარებელი შეფასება-ანალიტიკური რუბრიკა  
კრიტრიუმი
არადამაკმაყოფილებელი
                
დამაკმაყოფილებელი
             
          კარგი
           
     ძალიან კარგი
            
პრეზენტაციის უნარი
არ აქვს  პრეზენტაციის უნარი განვითარებული.
ნაკლებად აქვს პრეზენტაციის  უნარი განვითარებული.
პრეზენტაციის უნარი დასახვეწი აქვს.
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი.
პრეზენტაციის უნარი
არ აქვს  პრეზენტაციის უნარი განვითარებული.
ნაკლებად  აქვს პრეზენტაციის  უნარი განვითარებული
პრეზენტაციის  უნარი დასახვეწი აქვს.
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი.
პრობლემის გადაჭრის უნარი
არ აქვს  განვითარებული პრობლემის გადაჭრის უნარი.
ნაკლებად   აქვს განვითარებული  პრობლემის გადაჭრის  უნარი.
პრობლემის გადაჭრის უნარი დასახვეწი აქვს.
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრობლემის გადაჭრის  უნარი.
დასკვნის გამოტანის უნარი
არ აქვს  განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
ნაკლებად  აქვს განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
დასკვნის გამოტანის უნარი დასახვეწი აქვს.
ძალიან კარგად აქვს განვითარებული დასკვნის  გამოტანის უნარი.
დროის ლიმიტის დაცვის უნარი
არ აქვს  განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის უნარი.
ნაკლებად აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის უნარი.
დროის ლიმიტის დაცვის უნარი დასახვეწი აქვს.
ძალიან კარგად აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის უნარი.




ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა                         
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1






პრობლემის გადაჭრის შეფასების რუბრიკა           


10-9
8-7
6-5
`4-3
მნიშვნელოვანი ინფორმაციის იდენტიფიცირება
ნათლად არის განსაზღვრული მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც
საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უმნიშვნელოსგან
გამოყოფილია პრობლემის გადაჭრის დროს.
ჭირდება დახმარება,რომ გამოყოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრობლემის გადაჭრისათვის.
გამოტოვებული აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრობლემის გადაჭრის დროს.
პრობლემის ანალიზი
კარგად არის გააზრებული პრობლემის ყველა მახასიათებელი.
მეტნაკლებად კარგად არის გააზრებული პრობლემის ყველა მახასიათებელი
პრობლემის ზოგიერთი მახასიათებელია გააზრებული.
არაა გააზრებული პრობლემის არცერთი მახასიათებელი.
არგუმენტირებული
მსჯელობა

მსჯელობს და ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ყველა დეტალს.
მსჯელობს მაგრამ კარგად ვერ ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ცალკეულ დეტალს.
მსჯელობს მაგრამ ვერ ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ცალკეულ დეტალს.
მსჯელობს მაგრამ ვერ ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ვერცერთ დეტალს.
გადაჭრის გზების წარდგენა
პრობლემის გადაჭრის გზებს ნათლად და საფუძვლიანად წარადგენს.
პრობლემის გადაჭრის გზებს ნათლად წარადგენს.
პრობლემის გადაჭრის გზებს სხვისი დახმარებით წარადგენს.
არ შეუძლია პრობლემის გადაჭრის გზების წარდგენა.
აკეთებს დასკვნებს
დასკვნების კეთების დროს ყველა დეტალს თანმიმდევრულად ასახელებს.
დასკვნების კეთების დროს ცალკეულ დეტალს მეტნაკლებად თანმიმდევრულად ასახელებს.
დასკვნების კეთების დროს ცალკეულ დეტალს თანმიმდევრულად ვერ ასახელებს.
დასკვნების კეთების დროს ვერცერთ დეტალს თანმიმდევრულად ვერ ასახელებს.

No comments:

Post a Comment