ტესტები მე-9 კლასელთათვის -პასუხებით.
ტესტები დაეხმარება მოსწავლეებს შეაჯამონ წლის მანძილზე ნასწავლი მასალა.
ტესტები დაეხმარება მოსწავლეებს შეაჯამონ წლის მანძილზე ნასწავლი მასალა.
ტესტები
9 კლასი
I ვარიანტი
1ქ 1) მიტოზის პროფაზაში ხდება:
ა. დნმ-ის მოლეკულის
გაორმაგება
ბ. ქრომოსომათა სპირალიზაცია
გ. უჯრედის გაყოფისათვის
საჭირო ფერმენტების სინთეზი
დ.ყველა ჩამოთვლილი პროცესი
1ქ 2) თუ სომატური უჯრედი 4 წყვილ ქრომოსომას შეიცავს.რამდენი
წყვილი ქრომოსომა იქნება მიტოზური გაყოფის
შედეგად მიღებულ თითოეულ უჯრედში?
ა. 2 წყვილი ბ. 4 წყვილი გ. 8 წყვილი დ. 1 წყვილი
3ქ 3) ქერის
ადრემწიფადობა დომინირებს გვიანმწიფობაზე. საცდელ ნაკვეთზე შეაჯვარეს გვიანმწიფადი
ქერი ადრემწიფად ჰეტეროზიგოტურ მცენარესთან.მიიღეს შთამომავლობა,რომელშიც 69134 მცენარე
ადრემწიფადი იყო.
1. განსაზღვრეთ მშობლების
გენოტიპები
2. განსაზღვრეთ გვიანმწიფადობად
მცენარეთა გენოტიპი
3. განსაზღვრეთ გვიანმწიფად
მცენარეთა რიცხვი.
1ქ 4 )როგორი გენოტიპი აქვთ მშობლებს, თუ მათ შთამომავლობაში
შეიმჩნევა დათიშვა 1:1
ა. Aa X Aa ბ. Aa X AA გ. AaXaa დ. AAXaa
3ქ 5) ძაღლებში
ბეწვის შავი ფერი დომინირებს ყავისფერზე, მოკლე ბეწვი გრძელზე.ერთმანეთს
შეაჯვარეს შავი გრძელბეწვიანი ძაღლი ყავისფერ მოკლებეწვიანთან.
1.განსაზღვრეთ მშობლების
გენოტიპები
2.განსაზღვრეთ ყავისფერი
გრძელკუდიანი ძაღლის გენოტიპი
3.განსაზღვრეთ რა ალბათობითაა
მოსალოდნელი ყავისფერი გრძელკუდიანი ძაღლის დაბადება
1ქ 6) მუტაციური
ცვალებადობის რომელ ტიპს მიეკუთვნება მორისის სინდრომი?
ა. ქრომოსომულს ბ. გენურს გ. გენომურს დ. ონტოგენეზურს
1ქ 7) ნინოს თეთრი
კანი აქვს.გაზაფხულის მოსვლისთანავე მისი კანი ჭორფლით იფარება. შემოდგომაზე ჭორფლი
უკვალოდ ქრება. ცვალებადობის ეს სახე არის:
ა. მუტაციური ბ. კომბინაციური გ. მოდიფიკაციური დ.კომბინაციური
1ქ 8) ევოლუციის
ერთეული არის:
ა. ცალკეული ინდივიდი ბ. ორგანიზმების სახეობა გ. პოპულაცია დ. ორგანიზმის გენოტიპი
1ქ 9) ნამარხ
გარდამავალ ფორმად ითვლება:
ა. მამონტი ბ. ხმალკბილა ვეფხვი გ. დინოზავრი დ. არქეოპტერიქსი
1ქ 10) რა ეწოდება
ურთიერთობების ურთიერთდაკავშირებულ
რიგს, როდესაც ყოველი წინა წევრი შემდეგისთვის საკვებს წარმოადგენს?
ა. კვებითი ქსელი ბ. კვებითი ჯაჭვი გ. კვებითი დონე დ. მუტუალიზმი
1ქ 11) ჩამოთვლილთაგან
რომელი არ არის ბუნებრივი ეკოსისტემა?
ა. ვენახი ბ. ტყე გ. ტბა დ. ველი
1ქ 12) პროდუცენტებს მიეკუთვნება:
ა. ცხოველები ბ. მცენარეები გ. მწერები დ.ბაქტერიები
2ქ
13) თუ ყარყუმისებრ
ბოცვრებს ზურგზე ბეწვს გადავპარსავთ და დაბალ ტემპერატურაზე ვამყოფებთ, თეთრი ფერის ბეწვი
ამოუვათ, ხოლო თბილ გარემოში მუქი ბეწვი ამოსდით.
ცვალებადობის რომელ ფორმას ასახავს მოცემული შემთხვევა? პასუხი დაასაბუთეთ.
2ქ 14) შეადარეთ ერთმანეთს ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევა. რა საერთო
და რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს მათ.
ტესტები 9 კლასი
II ვარიანტი
1ქ 1) მიტოზის ფაზას არ წარმოადგენს:
ა.პროფაზა ბ. ტელოფაზა
გ.ინტერფაზა დ.მეტაფაზა
1ქ 2) მიტოზის შედეგად ერთი დიპლოიდური უჯრედის გაყოფით
მიიღება:
ა. ორი ჰაპლოიდური უჯრედი ბ. ოთხი ჰაპლოიდური უჯრედი
გ. ოთხი დიპლოიდური უჯრედი დ.ორი დიპლოიდური უჯრედი
3ქ 3) საზამთროს
ერთგვაროვანი შეფერილობა რეცესიული ნიშანია,ზოლიანი კი დომინანტური.განსაზღვრეთ,როგორი
შთამომავლობა მიიღება ორი ჰეტეროზიგოტური ზოლიანი ნაყოფის მქონე მცენარების შეჯვარებით.
1. განსაზღვრეთ მშობლების
გენოტიპები
2. F1 თაობის
ჰიბრიდთა გენოტიპები
3. განსაზღვრეთ რამდენი
ფენოტიპური ჯგუფი წარმოიქმნება და როგორი თანაფარდობით
1ქ 4 )გამაანალიზებელი შეჯვარება მიეკუთვნება:
ა. Aa X Aa ბ. Aa X aa გ. AA X Aa
3ქ 5) დეკორატიული გოგრის ნაყოფის თეთრი შეფერილობა დომინირებს ყვითელზე ბრტყელი კი
სფეროსებრზე.თეთრი ბრტყელნაყოფიანი მცენარების
ურთიერთ შეჯვარებით მიიღეს 11 ყვითელი ბრტყელ ნაყოფიანი და 36 თეთრი ბრტყელ ნაყოფიანი
მცენარე.
1.განსაზღვრეთ მშობლების
გენოტიპები
2. .განსაზღვრეთ F1 თაობის გენოტიპები
3.განსაზღვრეთ ჰიბრიდებს შორის თანაფარდობა თეთრ ბრტყელნაყოფიანსა და ყვითელ ბრტყელ ნაყოფიანს შორის.
1ქ 6) დაუნის
სინდრომი ვითარდება
ა.გენური მუტაციის შედეგად ბ.ქრომოსომული მუტაცის შედეგად გ. გენერაციული მუტაცის შედეგად
1ქ 7) მუტაციური
ცვალებადობა მოდიფიკაციურისგან განსხვავდება
ა. გადაეცემა შთამომავლობას ბ. შექცევადია გ. აქვს
მიმართული ხასიათი
დ.აქვს ჯგუფური ხასიათი
1ქ 8) ბუნებრივი გადარჩევის შედეგად განვითარებული ნიშან-თვისებები
სასარგებლოა:
ა. სახეობისთვის ბ. ადამიანისთვის გ. გარემოსთვის დ.ყველა პასუხი სწორია
1ქ 9) ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი არ არის ეკოლოგიური?
ა. ნიადაგი ბ. მტაცებლობა
გ. გლობალური დათბობა დ. ცვალებადობა
1ქ
10) ეკოსისტემის მდგრადობას განაპირობებს:
ა. სახეობათა მრავალფეროვნება
ბ.სეზონური ცვლილებები
გ. დეტრიტოფაგების რაოდენობა დ. რედუცებტების
რაოდენობა
1ქ 11) რა ტიპის
ურთიერთობა ყალიბდება ბალახისჭამელებს და მათ ნაწლავებში მობინადრე ცელულოზადამშლელ
ბაქტერიებს შორის?
ა.მტაცებლობა ბ.სიმბიოზი გ. პარაზიტიზმი დ. კონკურენცია
1ქ 12) ეკოსისტემაში
მტაცებლობის განადგურება საბოლოო ჯამში:
ა. იწვევს მტაცებლების
საკვები ცხოველების (მსხვერპლის) რაოდენობის მატებას
ბ.არ მოქმედებს მტაცებელების
საკვები ცხოველების რაოდენობაზე
გ.იწვევს მტაცებლების
საკვები ცხოველების (მსხვერპლის)რაოდენობის კლებას
2ქ 13) ადამინის ან ხერხემლიანი ცხოველის სომატური მუტაცია მომდევნო თაობებს არ გადაეცემა.მცენარის
და ზოგიერთი უხერხემლო ცხოველის ორგანიზმში კი ეს შესაძლებელია.ახსენით, რატომ?
2ქ 14) მენდელი გამეტებს წმინდას უწოდებდა.როგორ ფიქრობ,რას
გულისხმობდა იგი გამეტების სიწმინდეში?
პასუხები:
I ვარიანტი
1)ბ
2)ბ
3)1.p: AaX aa
2.aa
3.69134
4)გ
5)1.Aabb და aaBb
2.aabb
3.1/4 ანუ 25%
6)ბ
7)გ
8)გ
9)დ
10)ბ
11)ა
12)ბ
13) მოდიფიკაციურს,რადგან იგი
გამოწვეულია გარემო პირობების გავლენით და
არ ცვლის გენოტიპს
14)საერთო: ორივე განამტკიცებს
სასურველ ნიშნებს.მასალას ორივე გადარჩევისთვის
იძლევა მემკვიდრული ცვალებადობა.
განსხვავება: ბუნებრივი გადარჩევის
დროს გადამრჩევი არის ბუნება, ხელოვნურის დროს ადამიანი. ბუნებრივი გადარჩევის დროს გადაირჩევა სახეობისთვის სასარგებლო ნიშნები, ხოლო
ხელოვნურის დროს ადამინისთვის სასარგებლო ნიშნები.ბუნებრივი გადარჩევის შედეგია ახალი სახეობის წარმოქმნა, ხელოვნურის შედეგია
ახალი ჯიშის წარმოქმნა.
II ვარიანტი
1)გ
2)დ
3)1.p: AaXAa
2. p: AaXAa
A a A a
F1 :
AA,Aa,Aa,aa
3. 2 ფენოტიპური ჯგუფი წარმოიქმნება.
თანაფარდობით 3:1
4)ბ
5)1.p: AaBBXAaBB
AB AB
aB aB
2.F:AABB,AaBB,AaBB,aaBB
3. 3 თეთრი
ბრტყელ ნაყოფიანი:1 ყვითელ ბრტყელ ნაყოფიანი. თანაფარდობა 3:1
6)ბ
7)ა
8)ა
9)დ
10)ა
11)ბ
12)გ
13)სომატური
მუტაციების შენარჩუნება და მისი გადაცემა მომდევნო თაობებში შესაძლებელია ზოგიერთი
უხერხემლო ცხოველეებში და მცენარეებში, რადგან მათ უსქესო გამრავლებაც ახასიათებთ სხეულის
ნაწილების მეშვეობით.
14)მენდელმა
გამეტებს წმინდა, იმიტომ უწოდა, რომ ყველა გამეტა, მხოლოდ ერთი ალელის დომინანტურის და
რეცესიულის შემცველია.
No comments:
Post a Comment