Wednesday, October 10, 2018

ჩვენ ვცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრებით.









ფორმულირება ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი’’ გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის  შესახებ დღეს ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს. ამ მეცნიერებას ვალეოლოგია ეწოდება.ჯანმრთელობა სულისა და სხეულის სიჯანსაღეს, ჰარმონიასა და ერთიანობას გულისხმობს.
ცხოვრების ჯანსაღი  წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე.ი ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილების გზებს. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია:

1. მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;
2. მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;
 3. მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;
 4. მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.
ძვირფასო მეგობრებო ! გაუფრთხილდით უძვირფასეს კაპიტალსთქვენს ჯანმრთელობას!
ადრეული ასაკიდანვე იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე!
მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს!
 ხელი შეუწყვეთ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას!
 დაე, ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი და სრულფასოვანი საზოგადოების შექმნისათვის !
ცხოვრების ჯანსაღი წესი,  ხომ  ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.


მასალა მომზადებულია პროგრამა youtube-დან

7 comments:

  1. ძალიან აქტუალური და სერიოზული თემაა, იმედი მაქვს, რომ ამ რჩევებს გაითვალისწინებენ მშობლები და მოსწავლეები!

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო,საჭირო და აუცილებელია ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

    ReplyDelete
  3. საინტერესო თემაა. ვასწავლოთ მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრების მნიშვნელობა.

    ReplyDelete
  4. ძალზედ აუცილებელია მომავალ თაობებს ვასწავლოთ, როგორ და რატომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით.

    ReplyDelete
  5. ჯანსაღი ცხოვრება ყველას პრიორიტეტი უნდა იყოს, ძალზე საინტერესო თემაა.

    ReplyDelete
  6. მეტად საინტერესო თემაა. ვასწავლოთ მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება.

    ReplyDelete
  7. ძალიან მნიშვნელოვნი და საინტერესო თემაა, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, ალბათ გაითვალისწინებენ ბავშვები და უფრო აქტიურად დაკავდებიან სპორტით და ზოგადად აქტიური ცხოვრებით.

    ReplyDelete