Wednesday, November 28, 2018

2018წლის 10 ნოემბერს ჩატარდა #7 კონფერენცია ქ.თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე,, განმავითარებელი შეფასება''.მისი როლი სწავლა/სწავლების ხრისხზე,საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამოცდილების გაზიარება.


განმავითარებელი შეფასება

 ანოტაცია


თანამედროვე  სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე რთული  მოსწავლეთა შეფასებაა.  ხშირ შემთხვევაში სწორად არ კეთდება შეფასება ეს კი გავლენას ახდენს, მოსწავლეთა როგორც აკადემიურ მიღწევებზე ასევე  მათ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე. განმავითარებელი შეფასების ძირითადი დანიშნულებაა სწავლის მოტივაციის გაზრდა და სასწავლო პროცესისთვის გზის გაკვალვა, ასევე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო უკუკავშირების მიწოდებაგანვითარებაზე.  არსებობს შეფსების ორი ფორმა განმსაზღვრელი და განმავითარებელი.მოსწვლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას  განმავითარებელი შეფასება ემსხურება. განმავითარებელი შეფასების არსი იმაში მდგომრეობს,  რომ მან სწავლების პროცესის მოდიფიცირებისა და მოსწავლის შედეგის გაუმჯობესებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს. ამასთანავე, ინფორმაცია ისეთ დროს უნდა იყოს მიწოდებული, რომ მოსწავლემაც და მასწავლებელმაც გააცნობიერონ, რა ცვლილებების შეტანაა საჭირო სწავლასა და სწავლებაში, რათა სასწავლო მიზნისკენ სვლა წარმატებით გაგრძელდეს.
განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს  აძლევს საშუალებას, შეამოწმოს მოსწავლეების გაგების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე; იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში. როდესაც მოზარდი რაიმე მასალის სწავლას იწყებს, ხშირად მაღალი შედეგი თავიდანვე არ ჩანს. ამიტომ, საჭიროა სწავლის პროცესშივე მოზარდის აკადემიური პროგრესის ზუსტი გაზომვა და ისეთი გზების დასახვა, რომლებიც მოზარდებს სასწავლო მიზნისაკენ სვლას გაუადვილებს.  შესაბამისად, განმავითარებელი შეფასების დანიშნულებაა  მოსწავლისა და პედაგოგის ინფორმირება სწავლის პროცესში განხორციელებული პროგრესის შესახებ და ამ გზაზე მათთვის მიმართულების მიცემა.
შეფასების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს:
1.  რა უნდა შეფასდეს; 2.  რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად; 3.  როგორ უნდა მოხდეს შეფასება; 4.  როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება (Bailey and Jakicic, 2012, გვ. 37-62).
 მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი: 1. რა უნდა შეფასდეს?
 კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო მიზანი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს ზუსტად ის, რის სწავლებასაც გეგმავს. ეს ნიშნავს შეფასების ვალიდურობას სასწავლო მიზანთან მიმართებით.
2. რა ჩაითვლება მიზნის მიღწევის მაჩვენებლად? მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეაფასებს მოსწავლეებს და დაადგენს, თუ რა დონეზე მიაღწია მიზანს თითოეულმა მათგანმა. ამაში მას რუბრიკის შექმნა დაეხმარება.
3. როგორ მოხდება შეფასება? მოსწავლეთა შესაფასებლად შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის შინაარსი,  მისი დანიშნულება, ასევე ისიც, თუ რა დროს მოითხოვს  მისი მომზადება და მიღებული შედეგების ანალიზი.
4.  როგორ მოხდება შეფასების შედეგების გამოყენება? შეფასების შედეგების გასაანალიზებლად და სწავლების შესაბამისად დასაგეგმად საჭიროა მონაცემების ორგანიზება.
მონაცემების ორგანიზება შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვება დაისახა მიზნად მასწავლებელმა. მისი მიზანი შეიძლება იყოს ინფორმაციის მოპოვება მოსწავლეთა ინტერესების, მათი საჭიროებების (მზაობის დონის) ან სწავლის სტილის შესახებ.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა შესასწავლი მასალა, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, რა გამოსდით კარგად, რა არის მათი ინტერესების სფერო და, ზოგადად, რამდენად ეფექტიანია სასწავლო პროცესი. ყოველივე ეს მასწავლებელს სწავლების სწორად დაგეგმვაში ეხმარება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განმავითარებელი შეფასება განსაკუთრებით შედეგიანი დაბალი მოსწრების მოზარდებისთვისაა. კვლევების თანახმად, იქ, სადაც განმავითარებელ შეფასებას იყენებენ, დაბალი და მაღალი მოსწრების მოსწავლეებს შორის განსხვავება მცირდება, ზოგადად, სწავლის ხარისხი კი იზრდებააქედან გამომდინარე  განმავითარებელი შეფასების მიზნებია: სწავლის პროცესის საჭიროების შეფასება, პროგრესის მონიტორინგი, დმოუკიდებლობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. ცოდნის თვითშეფასება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. გნმვითარებელი შეფასების  საშულებებია:  სიტყვიერი ( ზეპირი/ წერილობითი) კომენტარი; თვით/ურთიერთშეფსების რუბრიკა; კითხვარი.
უკუკავშირი კონკრეტულ საქმიანობაზესიტუაციებზე კომენტირების პროცესიაიგი  ხელს უწყობს სასწავლო მიზნებისმიღწევასის არის ერთერთი საშუალებარომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებთუ როგორ მიდის სწავლისპროცესირა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება.უკუკავშირი უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყობილგარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზსთუ რა აქტივობა უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევადმასწავლებელმაუკუკავშირის დროს,  პირველ  რიგში უნდა აღნიშნოს, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებული, შეცდომების არსებობის  შემთხვევაში უნდა მიაწოდოსმას  კონკრეტული  რეკომენდაციები,  რა  გზებით  უნდა  გაიუმჯობესოს შედეგი. უკუკავშირისას  მოსწავლე საკუთარი  მიღწევების  გამო განიცდის კმაყოფილებას, აცნობიერებს არსებულ  სისუსტეებს  დარეკომენდაციების  საფუძველზე  ცვლილებები  შეაქვს  სწავლის  პროცესში. ყოველი აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ უკუკავშირს. არსებობს წამახალისებელი უკუკავშირი და უკუკავშირი, რომელიც უარყოფითად მუშაობს წახალისების ნაცვლად გულს უცრუებს სწავლაზე მოსწავლეს და აუარესებს აკადემიურ შედეგებს. ამიტომ ყოველთვის კომენტარს ვიწყებ იმით რაც სწორად იყო შესრულებული, შემდეგ რა შეცდომა დაუშვა და ვაძლევ რეკომენდაციას როგორ გამოასწოროს ხარვეზი.თუ მასწავლებელი  მოსწავლეს ეუბნება ყოჩაღ, კარგი გოგო/ბიჭი ხარ და არ აუხსნის, თუ რით დაიმსახურა ეს შექება, ის ვერ იქნება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. ელექტრონული ჟურნალის საშუალებით კომენტარებს ვაკეთებ მშობლებისთვისაც, რათა ისინიც აქტიურად ჩავრთო სწავლის პროცესში, გავაცნო მათ მოსწავლის მიღწეული შედეგები და მივცე რეკომენდაცია ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებს.
სწავლის პროცესში  ხშირად ვიყენებ მოსწავლეთა თვითშეფსებას, ვთვლი, რომ  თვითშეფასება შესანიშნავი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია, რომლის მიზანია მოსწავლეებს გნუვითაროს სკუთარი ცოდნის შეფსების უნრი. ამისთვის აუცილებელია ურთიერთშეფასებისა დ თვითშეფასების სქემებზე/რუბრიკებზე დაყრდნობით შეფსების უნარის განვითარება. იმისთვის, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა განივითაროს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარი, საჭიროა მოსწავლეებს ვასწავლოთ:  1.სკუთარი სწავლის მოტივის გაცნობიერება, ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი ტიპის შეკითხვების დასმით: რატომ უნდა ვიცოდეთ? რატომ უნდა შემეძლოს? რაში შემეშლება ხელი თუ არ მეცოდინება?
2. საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა . ამისთვის შეიძლება გამოდგეს ასეთი შეკითხვები:
რა ნაბიჯები უნდა გადავდგა დავალების შესასრულებლად?  დაწყებით კლასებში შეიძლება მივაწოდოთ დავალება და მოსწავლემ თვითონ დასვას პლიუსის აღმნიშვნელი ნიშანი. რა უნდა მოვიმზადო ამისთვის ანუ რა რესურსი დამჭირდება. რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს? როგორ უნდა დავძლიო? რა ან ვინ დამეხმარება ამაში?
მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ მოახდინოს შედეგების ანალიზი-ამისთვის კი შეიძლება ასეთი კითხვები გამოგდგეს: შეესაბამება თუ არა სამუშაო დასახულ მიზანს? რატომ დავუშვი შეცდომები?  ანალიზის გაკეთების მიზნით გაკვეთილის ბოლოს ხშირად ვიყენებ გასასვლელ ბილეთებს, რაც საშუალებას მაძლევს გავრკვიო ერთი მხრივ როგორ წარიმართა ჩემი  გაკვეთილი, მივაღწიე თუ არა მიზანს. რასაც მომდევნო  გაკვეთილის დაგეგმვისას  აუცილებლად ვითვალისწინებ. მეორე მხრივ კი მოსწავლეებს აძლევს ანალიზის საშუალებას.
რა ვისწავლე დღეს ახალი?
რომელი ინფორმაცია იყო დღეს გნსაკუთრებით  საინტერესო?
რის გამოყენებას შევძლებ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რა ვერ გავიგე და რატომ?
ასევე გაკვეთილის დასაწყისში შეიძლება გამოვიყენოთ ,,შესასვლელი ბილეთები’’,რომელიც იმავე მიზანს ემსახურება, გავიგოთ რა გაიგეს ან ვერ გაიგეს გაკვეთილში ბავშვებმა და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაკვეთილზევე მოხდეს გაკვეთილის მოდიფცირება. პირადად  მე უფრო ხშირად გასასვლელ ბარათებს უფრო ვიყენებ, რადგან უფრო პრაქტიკულად მეჩვენება გამოსაყენებლად.

გასასვლელი ბარათების ნაცვლად ხშირად ვიყენებ ,,შავ ლაქას’’. ეს  აქტივობა ეფექტურად გამოიყენება გაკვეთილის ბოლოს. ვეკითხები მოსწავლეებს რა არის დღევანდელი გაკვეთილის თემის ,,შავი ლაქა’’ ანუ  ბუნდოვანი წერტილი? მოსწავლეები პასუხობენ წერილობით. შემდგომში პასუხებს განვხილავ, რაც  ეხმარება  ეფექტურად დავგეგმო შემდეგი გაკვეთილი.
აქ შეიძლება კონკრეტულად გამოვაკვეთინოთ რომელიმე საკითხის ,,შავი ლაქა’’. ასევე საშინაო დავალების თუ დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში აღმოჩენილი შავი ლაქა და შემდეგ ერთად ვმუშაობთ  ამ საკითხზე.
თუ თემა მაძლევს საშუალებას ზოგჯერ ვიყენებ მეთოდს,, ათი ყველაზე მნიშვნელოვანი’’ - ვთხოვ მოსწავლეებს, აღწერონ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ისწავლეს მოცემული საკითხის შესახებ. ესეც მაძლევს ანალიზის საშუალებას  რა გაიგეს მოსწავლეებმა და რა ვერა. თვითშეფასების უნარის   განსავითარებლად მასწავლებელს აგრეთვე შეუძლია ,,დაუსრულებელი წინადადებების’’ გამოყენება. მასწვლებელი ურიგებს თითოეულ მოსწავლეებს  ფურცელს, სადაც მათ უნდა დაასრულონ წინადადებები.
მაგ:  თემის  ირგვლივ  მე  ვიცი...
ჩემთვის
საინტერესოა

მე
მინდა გავიგო მეტი..
შემდეგ მასწავლებელი კრეფსფურცლებს, არასაგაკვეთილო დროს აანალიზებს შედეგებს და მათზე დაყრდნობით გეგმავს მომდევნო გაკვეთილს.
ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე თანაკლასელების შეფასება, რომელიც  ეხმარება მოსწავლეებს,
რომ სხვათა შეფასების დროს თავადაც გაიმყარონ ცოდნა გარკვეულ საკითხებში.  ურთიერთშეფასების დადებითი მხარე  გახლავთ ის, რომ მოსწავლეები სწავლობენ სხვის ნამუშევრებში  ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას და ამით აანალიზებენსაკუთარპროგრესსაც. ურთიერთშეფასებისთვის შესაძლებელია შემდეგი ტექნიკისგამოყენება; ნამუშევრების გაცვლა/შეფასება ; ურთიერთგამოკითხვა გეგმის მიხედვით; კომენტარების დართვა.
კითხვების დასმა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია, კითხვების დასმის დროს ვითვალისწინებ ბლუმის ტაქსონომიას, მარტივიდან (დაბალი სააზროვნო უნარებიდან) რთულისკენ. რადგან თუ  კითხვა მაღალი დონის სააზროვნო უნარებს კი არა, მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს, მაშინ რთულია იმის დადგენა,  რამდენად გაიაზრა მოსწავლემ ახალი მასალა.
ზოგჯერ როცა მოსწავლე ვერ გებულობს ჩემ მიერ ახსნილ მასალას, ვთხოვ სხვა მოსწავლეს, რომელმაც კარგად გაიგო აუხსნას მის მეგობარს. ახალი ცნება ან მასალა უფრო მარტივად, ვიდრე მე  ავუხსენი მათ. ეს აქტივობა ძალიან ეფექტურია, რადგან თანატოლის მიერ მარტივი ენით ახსნილი ცნებები უფრო მარტივად გასაგები ხდება მოსწავლისათვის.
სწორად გაკეთებული განმავითარებელი შეფასება ეფექტურია სწავლების ყველა საფხურზე, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე. აქ განსხვავება შეიძლება იყოს ის, რომ ზოგიერთი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი შეიძლება რომელიმე საფეხურზე უფრო ეფექტური იყოს. მაგ.,,შუქნიშანი’’-ეს აქტივობა უფრო ეფექტური დაწყებით და საბაზო საფეხურზეა. მოსწავლეებს ვურიგებ წითელ, ყვითელ და მწვანე ბარათებს, თუ რაიმე ვერ გაიგეს ან არ ეთანხმებიან მას ამისთვის იყენებენ წითელ ბარათს, თუ გასაგებია ან ეთანხმებიან მწვანეს და თუ ბუნდოვანია ან ნაწილობრივ იზიარებენ ყვითელს. ამავე დროს შუქნიშანს ხშირად ცერების მეთოდი ცვლის.ცერი ზემოთ ყველაფერი გასაგებია, ცერი გვერდით ბუნდოვანია და ცერი ქვემოთ არ არის გასაგები ან არ ეთანხმება. ეს აქტივობები ძალზე სახალისოა თანაც მასწავლებლისთვის  მეტად ინფორმაციული. ასევე ძალზე სახალისოა გამოსაკითხი ჩხირების გამოყენება. ჩხირებს აწერია მოსწავლეთა სახელი და გვარი და შემთხვევით, რომელ მოსწავლის ჩხირსაც ამოიღებს მასწავლებელი ის უპასუხებს დასმულ შეკითხვას ან შეასრულებს დავალებას. ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებას.
ხშირად ვიყენებ აქტივობას,,ჭეშმარიტია-მცდარია’’ -  წინასწარ ამზადებ ბარათებს, სადაც წერია დებულებები თემასთან დაკავშრებით. გაკვეთილის ბოლოს ამ ბარათებს იღებენ მოსწავლეები, კითხულობენ დებულებას და აღნიშნავენ, ჭეშმარიტია თუ მცდარი მოცემული დებულება. მცდარი დებულების შემთხვევაში შეასწორებენ მას.
 მცდარი პასუხის დროს მოსწავლეები მსჯელობენ ამ თემასთან დაკავშირებით.
ძალიან საინტერესოა ,,ვინ უპასუხებს შეკითხვებს’’ - ვამზადებ  ბარათების ორ კომპლექტს, ერთ კომპლექტში არის შეკითხვები, მეორეში კი- პასუხები. ერთი მოსწავლე კითხულობს შეკითხვას. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ პასუხის ბარათები ეძებენ შესაბამის პასუხს. 
აქტივობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ბარათების ჯაჭვურად ქცევა. ამისათვის შეკითხვები ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ პასუხები მიდიოდეს სწორი თანმიმდევრობით, არ წყდებოდეს ჯაჭვი. ერთი შეკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ, რომელი შეკითხვა იქნება მისი გაგრძელება. 
დასკვნა: ამრიგად, განმავითარებელი შეფასების ძირითადი დანიშნულებაა გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები, გამოვლინდეს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები , მოხდეს გამოვლენილი სუსტი მხარეების დაძლევის გზების ძიება. ამ ყველაფრის მიღწევა კი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების შედეგადაა შესაძლებელი.
ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის   პედაგოგი:  თეა ძაგნიძე. 10.11.2018წ.

გამოყენებული ლიტერატურა:
სტატია-პროგრამა ასწავლე საქართველოსთვის კონსულტანტ-მასწავლებელი ლია სვიმონიშვილი
ინტერნეტგაზეთი ,,mastsavlebeli.ge’’-ეფექტური განმავითარებელი შეფასება

განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. განმავითარებელი შეფასების შესახებ. ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge


განმავითარებელი შეფასების საშუალებები-ინტერნეტგაზეთი www.mastsavlebeli.ge

განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. ინტერნეტსახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.მარინა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი.

















3 comments:

  1. საინტერესო საკონფერენციო თემაა,,განმავითარებელი შეფასება'' მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    ReplyDelete
  2. წარმატებები,ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მოსწავლეთა შეფასება,როგორც განმსაზღვრელი,ასევე განმავითარებელი.

    ReplyDelete
  3. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე რთული სწავლების პროცესში შეფასებაა, მოსწავლისთვის მიცემული ეფექტური უკუკავშირი წარმატების საწინდარია.

    ReplyDelete