აღნიშნული სტატია მოვამზადე ინტერნეტგაზეთ,,mastsavlebeli.ge''-ზე სოფიო ლობჟანიძის სტატიის მიხედვით, 16 მაისი 2012წ.
ვფიქრობ, რომ ეს სტატია პედაგოგებს დაეხმარება სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოიყენონ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები.
სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად და მიზნობრივად შერჩეულ მეთოდებსა და სტრატეგიებს.
სწავლების
მეთოდების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი,
მოსალოდნელი შედეგი, ასევე ეს არის მასწავლებლის მიზანმიმართული ქმედება
მოსწავლეებში შესაბამისი კომპეტენციის განსავითარებლად.
მეთოდის შერჩევისას მასწავლებელი უნდა
დაფიქრდეს:
რამდენად შეესაბამება შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა საჭიროებებს;
რამდენად დაეხმარება მას დასახული მიზნის მიღწევაში;
რამდენად შეესაბამება შერჩეული მეთოდი აქტივობას.
ხშირად მასწავლებლებს უჭირთ აქტივობისა და მეთოდის ერთმანეთისგან გარჩევა. აქტივობას დაესმის კითხვა: რას ვაკეთებ? მაგალითად, მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს კლასში ქცევის წესებს. ხოლო ის, რასაც დაესმის კითხვა: როგორ ვაკეთებ? მაგალითად, მასწავლებელი ქცევის წესებს შეიმუშავებს “გონებრივი იერიშით”.
მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა: მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტული მასალის ათვისებას და მეთოდები, რომლებიც ავითარებს ზოგად/ტრანსფერულ უნარებს, – თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგან მეთოდთა უმრავლესობა მოსწავლეებს საგნობრივთან ერთად ზოგადი კომპეტენციის განვითარებაშიც ეხმარება.
მრავალი სასწავლო მეთოდი (მაგალითად, პროექტმეთოდი, ჯიგსოუ, კვირის გეგმა, აპოლო ტექნიკა და სხვა) ისწრაფის, განუვითაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. ხშირად მასწავლებელს უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისაგან მეთოდი და
სტრატეგია.
რა არის სწავლის სტრატეგიები?
სწავლის სტრატეგიები აიოლებს ახალმიღებული ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას. სწავლის ეფექტური სტრატეგიები, როგორებიცაა, მაგალითად, ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება და დასკვნების გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, საკუთარი სწავლის პროცესის მონიტორინგი, სამუშაოს განაწილება-დაგეგმვა და სხვა, მოსწავლეს მაღალ სააზროვნო უნარებს (ტრანსფერის უნარს, ანალიტიკურ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას) უვითარებს.
სწავლის სტრატეგიებიდან მნიშვნელოვანია კოგნიტური სტრატეგიები, რომელთა
საშუალებითაც მოსწავლე ცოდნას მოიპოვებს, გაანალიზებს, კრიტიკულად შეაფასებს,
გონებაში ჩაიბეჭდავს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტური სტრატეგიები. მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი გულისხმობს მოსწავლის აქტიურ ჩართვას საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვაში, მართვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. მოსწავლის უნარი, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, რა და როგორ ისწავლა და დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარება.
იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს ცოდნის
კონსტრუირება, ამისათვის საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების
გამოყენება, მაგალითად, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიები, ურთიერთსწავლება და სხვა,
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიზნობრივად შერჩეულ რესურსებს. სწავლის პროცესის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიების
კომპლექსურად გამოყენება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ, სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები ერთი მედლის ორი მხარეა, თუ
მასწავლებელი დაეუფლება ეფექტურ სტრატეგიებს, ის შეძლებს სწავლების მეთოდების ეფექტიან გამოყენებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაციაა პედაგოგებისათვის, სწორად შერჩეული სწავლების მეთოდზე და სტრატეგიაზეა დამოკიდებული სასწავლო პროცესის ეფექტურობა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.
ReplyDeleteსინტერესო სტატიაა ნამდვილად და ყველასთვის საჭირო
ReplyDeleteსაინტერსო სტატიაა, რადგან ყველა პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება.
ReplyDelete