Wednesday, December 5, 2018

სიცოცხლის მიკრომექანიკა,,სიცოცხლის ატომი-უჯრედი''

რუბრიკა: სახალისო ბიოლოგია.( ი.  აკუმუშკინი).
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

ბუნების მრავალფეროვნებაში მჟღავნდება მისი დიალექტიკური წინააღმდეგობა-ერთიანობა. სიცოცხლის ერთიანობა. ჩვენ ყველა: თევზები, ფრინველები, ადამიანები, ჭიები, მწერები, ასე განსაჯეთ, ხავსები და ხეებიც კი ერთი დედის, ბუნების შვილები ვართ. დემოკრატების კარდინალური ფორმულა ,, ყველა წარმოიშვა ყველასაგან'' აქ საუკეთესო გამოხატულებას პოულობს.
სიცოცხლის ერთიანობა, არსად ჩანს ისე ნათლად, როგორც ცოცხალი უჯრედების მიკროსკოპულ სტრუქტურებში. ყოველივე ცოცხალი დედამიწაზე, ყვავილი, ვეშაპი, პულბული და ადამიანიც კი უჯრედებისაგან არის აგებული, ისევე, როგორც სახლი აგურებისაგან.
უჯრედი-ის სურათის შედეგი

მცენარისა და ცხოველის თითოეულ უჯრედში არის პროტოპლაზმა და ბირთვი, რიბოსომები და ქრომოსომები,და სხვა მრავალი საოცარი მიკროორგანო და ორგანელა.უჯრედების ბირთვებში, ქრომოსომულ ძაფებში, მჭიდროდაა ჩალაგებული გენები-ატომების პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც თესლისა და კვერცხისაგან ყოველივე ცოცხალის მისი ყოველი ბეწვისა და ქერცლის შეფერილობა, ყვავილის  ყოველი ფურცელი ფორმა და ფსიქიკის ყოველი ინსტიქტური შერხევა ქიმიური რადიკალების საიდუმლო შიფრითაა კოდირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადამტან მოლეკულებში.
და მთელი ეს ოთხგანზომილებიანი გეგმა ისეთ მარტივ მოწყობილობაშია პროგრამირებული, როგორიც არის ერთი უჯრედი-განაყოფიერებული კვერცხი.
მემკვიდრული  ინფორმაციის მატარებელი გენები მაქსიმალურად პატარები უნდა იყოს,რათა ცოცხალი ნივთიერების მიკროსკოპულ ნაწილაკში ჩაეტიოს; მაგრამ ამასთანავე საკმაოდ დიდებიც უნდა იყოს,თორემ ვერ გაუძლებენ ატომების სითბურ დაჯახებებს, დაკარგავენ თავიანთ საოცარ მდგრადობას და მემკვიდრეობით შედუღაბებული სიცოცხლის შენობაც დაინგრევა.
სასწაულის წინაშე ვდგავართ: თქვენ ნახეთ,რა მრავალფეროვანია ბუნება, რა ძნელია ცოცხალი კონსტრუქციების თუნდაც მხოლოდ ძირითადი ტიპების აღწერა. ყოველ ტიპს კი ასიათასობით კერძო ვარიანტი-სახეობა და სახესხვაობები აქვს. ეს სახესხვაობები მილიონზე მეტია!
ამ ვარიანტების, უფრო მეტიც, ყოველი სახეობის თითოეული ინდივიდის თვისებითი და რაოდენობითი მახასიათებლები მემკვიდრეობითობაშია განმტკიცებული და ჯიუტად გადაეცემა თაობიდან თაობას.
ვიცით, აგრეთვე, რომ  ცოცხალი ნივთიერების ნაწილაკი, რომელსაც უზარმაზარი მემკვიდრული ინფორმაცია გადააქვს და პირობითად გენად იწოდება.
არაცოცხალ ნივთიერებაში ატომთა ნებისმიერი ჯგუფის ქცევა უწესრიგო და შემთხვევითია და მხოლოდ მასა ემორჩილება სტატისტიკის კანონებს. აქ კი ჩვენს წინაშეა სტატისტიკური თვალსაზრისით ატომთა მეტად მცირე  რიცხვი.
ამავე დროს,მათი ასოციაცია უაღრესად მოწესრიგებული და მდგრადია. ნუკლეინის მჟავების სტრუქტურებში ქიმიის ენაზე ჩაწერილი ინფორმაცია საუკუნეების  ქარცეცხლს  უძლებს. სწორედ ესაა გასოცარი.

3 comments:

  1. ბავშვებისათვის, მართლაც, რომ საინტერესო და სახალისოა.ასე უფრო შეუყვარდებათ და გაუიოლდებათ უჯრედის და ზოგადად ბიოლოგიის შესწავლა.

    ReplyDelete
  2. სახალისოა ნამდვილად,რაც ხელს შეუწყობს საგნისადმი მეტ დაინტერესებას.

    ReplyDelete
  3. რაც მეტად შევეცდებით, რომ მოსწვლეებს გავუიოლოთ მასალის გაგება-გაანალიზება და სახალისოს გავხდით მათთვის სწავლის პროცესს, მით უფრო კარგ შედეგებს მივაღწევთ.

    ReplyDelete