Tuesday, June 11, 2019

რუბრიკა-პროექტები


სასწავლო  პ რ ო ე ქ ტ ი   მემკვიდრული და არამემკვიდრული ცვალებადობა’’

ავტორი:
 სსიპ ქალაქ თბილისის  N128 საჯარო  სკოლის   ბიოლოგიის  მასწავლებელი -თეა ძაგნიძე
საგანი-ბიოლოგია                                                                                                                                                                                                                                                
 კლასი -XI1
პრობლემის განსაზღვრა:  თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა  არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს ახალგაზრდებზე. მუტაგენური ფაქტორები რომელზეც არ აქვთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, ხშირად დაავადების მიზეზი ხდება, ერთ-ერთ ასეთ მუტაგენურ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ნიკოტინის, ნარკოტიკის, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება, ასევე ძალიან პოპულარულია დღეს გარუჯვა, ბევრმა არც კი იცის, რომ ზედმეტმა გარუჯვამ შეიძლება გენური მუტაცია გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა მოზარდების მეტი ინფორმირება ამ საკითხებთან მიმართებაში და აუცილებელია  დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის მოკლევადიანი მიზანი:      
 გაეცნონ მოსწავლეები:  1.მემკვიდრული  და  არამემკვიდრული  ცვალებადობის  მოქმედებას, შეადარონ ისინი ერთმანეთს;
                                            2. იმსჯელონ მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე.
3.იმსჯელონ ადამიანის გენეტიკურ სტრუქტურაზე მავნე ფაქტორების (მაგ.ნიკოტინი,ნარკოტიკები)ზემოქმედებით         გამოწვეულ ცვლილებებზე;
                                           4. გაანალიზონ  ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
პროექტის გრძელვადიანი მიზანია:                      
1.შემოქმედებითი უნარის განვითარება.; 2.ჯგუფურად მუშაობის უნარის განვითარება;
3.საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მიზნობრივი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;   4.კვლევის უნარის განვითარება;
5. ისტ-ის ეფექტური გამოყენება;    6. პრეზენტაციის უნარის განვითარება.                                                                       
აქტივობები:                                                         
     I ეტაპი:   კლასის ჯგუფებად დაყოფა;
    II ეტაპი:  შესაბამისი ლიტერატურისა და ინტერნეტ გვერდების გამოყენებით პრეზენტაციაზე მუშაობის დაწყება          ;
   IIIეტაპი: მონიტორინგი ჯგუფებზე,თითოეულ მოსწავლეზე,საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მიცემა;
   IVეტაპი:  პრეზენტაცია ნამუშევარი თემების.                                             
მოსალოდნელი შედეგები:
  1.არაჯანსაღი ცხოვრების წესის უარყოფითი შედეგების გაცნობიერება და მის წინააღმდეგ ბრძოლის სწორად დაგეგმვა.
  2. კვლევის შედეგების პრეზენტაცია თვალსაჩინოს გახდის მოსწავლეებისთვის  თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას  ადამიანის ცხოვრებაში, დააფიქრებთ მათ,რომ აუცილებელია არა მარტო თვითონ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით,არამედ თანატოლებსაც მოუწოდონ ამის შესახებ.
3. მოსწავლეები შეისწავლიან კვლევის ტექნოლოგიებს;
4.დახვეწენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს;                                                                            
რესურსები:
კითხვარები, ფერადი ფურცლები, მარკერები,ფორმატები , ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,კომპიუტერი
პროექტორი

პროექტის ამოცანები - 1. პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;            
                                             2. მოსამზადებელი პროექტების გადანაწილება ჯგუფებში;
                                             3. პროექტებზე მუშაობა;
                                             4.ნაშრომების  პრეზენტაცია;
                                             5. შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
განხორციელების გზები
            მოსწავლეებს წარვუდგენ შერჩეულ სავარაუდო თემატიკას, გავაცნობ პროექტების შესრულების მიზნებს, სტანდარტს, ვადებს, რომელ კომპიუტერულ პროგრამაში და რა სახით უნდა მოამზადონ პროექტი, სად, რომელ მისამართზე უნდა გამომიგზავნონ შესრულებული დავალება, განვუმარტავ დავალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ  საორგანიზაციო და საკვანძო  საკითხს.
ვადები  17.11.16    -15.12.17          
შეფასების ფორმა - მიმდინარე  განმსაზღვრელი
                                    მიმდინარე   განმავითარებელი                          
პროექტის კალენდარი
აქტივობის დასახელება
17.11.14
18.11.14
24.11.2014
21.11.2014
15.12.14
1. პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
     X




  2. საკვლევი თემების გადანაწილება ჯგუფებში



     X



3. კვლევებზე მუშაობა


X


 4. ნაშრომების  პრეზენტაცია


   
X
X

    
                                    პროექტის „მემკვიდრული და არამემკვიდრული ცვალებადობის’
                                                                  ანგარიში
                                                              შეფასების სქემა
ჯგუფი
მიმდინარე
 განმსაზღვრელი
განმავითარებელი
I
     9
საჭიროა პრეზენტაციის უნარის განვითარება.
II
      9
საჭიროა შემოქმედებითი უნარის დახვეწა.
III
      10
საჭიროა  პრეზენტაციის უნარის დახვეწა.
IV
     9
გასავითარებელია შემოქმედებითი უნარის განვითარება.
V
      10
პრაქტიკულად უშეცდომოა




მოსწავლეთა   ნაშრომების შეფასება კრიტერიუმების მიხედვით (10-ქულიანი სისტემით)
ჯგუფი
ნაშრომი პასუხობს პირობას
კვლევის მომზადების წესები
ისტ-ის ყველა მითითებული პროგრამის გამოყენების უნარი
შემოქმედებითი
უნარი 
პრეზენტაციის
უნარი
ნაშრომი
ორიგინალურობა, ავტორის
დამოუკიდებელი
აზროვნება
ჯამი
ქულა
I
  10
  9
  9
  8
  9
  9
54
9
II
  10     
  9
 10
   9  
   9
   9
56
9
III
  10
  10
 10
   10
   9
  10
59
10
IV
  10
  10
 10
   8
   8
   9
56
9
V
  10
  10
  10
    9
   10
   10
59
10

პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები

ქულა
ნაშრომი პასუხობს პირობას
პროექტის მომზადების წესები
ისტ-ის ყველა მითითებული პროგრამის გამოყენების უნარი
შემოქმედებითი
უნარი 
პრეზენტაციის
უნარი
ნაშრომი
ორიგინალურობა, ავტორის
დამოუკიდებელი
აზროვნება
1-4
ნაშრომი არ პასუხობს პირობას
არ არის დაცული
არც ერთი პროგრამა არ არის გამოყენებული
არ ჩანს საერთოდ
ვერ წარადგენს აუდიტორიის წინაშე
არ ჩანს საერთოდ
5-6
ნაწილობრივ პასუხობს
დაცულია მხოლოდ ზოგიერთი კომპონენტი
გამოყენებულია 1 პროგრამა
ნაშრომი ღარიბია და არ არის საინტერესო
წარადგენს შეფერხებებით, თვალსაჩინო მასალასთან არ არის ჰარმონიაში
ნაშრომი ღარიბია და არ არის საინტერესო
7-8
ძირითადად პასუხობს
ძირითადად დაცულია
გამოყენებულია 2-3 პროგრამა
ნაშრომი გაფორმებულია ნახატით
წარადგენს გამართული მეტყველებით, გასაგებად, უმნიშვნელოდ ცდება თვ/მასალას
აზრი ორიგინალურად არის გადმოცემული ან ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება
9-10
სრულყოფილად პასუხობს
ყველა კომპონენტი დაცულია
მაქსიმალურად არის გამოყენებული
ნაშრომი გაფორმებულია ნახატით,მოკლე ფრაზებით.
წარადგენს გამართული მეტყველებით, გასაგებად, ჰარმონიულად  თვ/მასალასთან
აზრი ორიგინალურად არის გადმოცემული და ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება


                                                           
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
გარე მონიტორინგი - არ არის       
შიდა მონიტორინგი -
 1.  რეგულარულად ვამოწმებდი მოსწავლეების ჩართულობას კვლევის მომზადების პროცესში. შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ცდილობდნენ, მომავლისთვის გადაედოთ სამუშაო, მაგრამ პროექტის ვადაში შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე( ცალკე კრიტერიუმით შეფასდნენ) იძულებულნი იყვნენ, დავალება შეესრულებინათ მითითებულ ვადაში.
2. შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კრიტერიუმი დამოუკიდებელი და ორიგინალური აზროვნების გამოვლენა. ამიტომ ყურადღებას ვაქცევდი მოსწავლეებს, რომელთაც შედარებით უჭირთ თავიანთი შეხედულების წარმოჩენა. 
3. ვცდილობდი, ყოველი მოსწავლისთვის მისი საჭიროებებიდან გამომდინარე დამეთმო ყურადღება.
პ რ ო ე ქ ტ ი ს  შ ე ფ ა ს ე ბ ა (რეფლექსია)
მიმაჩნია,რომ პროექტი წარმატებული იყო,მოსწავლეებმა კარგად შეძლეს მოპოვებული ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენება.
მათ განავითარეს კვლევის უნარი, დახვეწეს შემოქმედებითი და ჯგუფში მუშაობის უნარი, კარგად გამოიყენეს ისტ-ი,
შეძლეს გაეანალიზებინათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა. ყველა ამოანა, რომელიც ამ პროექტს ჰქონდა დასახული პრაქტიკულად შესრულებულია. ყველა მოსწავლე მოტივირებული იყო,მაქსიმალურად დახარჯულიყვნენ და კეთილსინდისიერად
შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები, თუმცა ზოგიერთი მოსწავლე  პასიურობდა, რაც შეიძლება პროექტის ნაკლოვანებად მივიჩნიოთ.


1 comment:

  1. აუცილებელი და საყურადღებო საკითხებია, ყოჩაღ თეკო!!!

    ReplyDelete