რუბრიკა-სამოდელო გაკვეთილები
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
ტიპი
|
სამოდელო - პრობლემაზე ორიენტირებული
|
|||||
საგანი
|
ბიოლოგია
|
|||||
მასწავლებელი
|
თეა ძაგნიძე
|
|||||
კლასი
|
IX1
კლასი
|
|||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
30
|
|||||
სპეციალური საჭიროების მოსწავლე
|
არა
|
|||||
თემა
|
ანთროპოგენური ფაქტორი
|
|||||
სასწავლო მიზანი
|
1.ანთროპოგენურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძებნა.
2.პრეზენტაციის, არგუმენტირებული მსჯელობის,შემოქმედებითი,ანალიტიკური,პრობლემის
აღმოჩენის,ფორმულირების და მისი გადაჭრის, ასევე დოკუმენტური-შემეცნებითი მასალის
აღქმა-გაანალიზების უნარების განვითარება.
3.ეკოლოგიური
და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება.
|
|||||
კავშირი ესგ-სთან
|
ბიოლ.IX.9.მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის
ჯანმრთელობისთვის.
ბიოლ.IX.9.1 აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ
ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ,მასალას წარმოადგენს
რეფერატის,ფოტომასალის ან ჩანახატების სახით.
ბიოლ.IX.9.2. ასახელებს ანთროპოგენური
ზემოქმედების შედეგად გარემოს(ლოკალური და გლობალური)ისეთი ცვლილებების
მაგალითებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე,გამოთქვამს მოსაზრებას
ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ.
ბიოლ.IX.9.3. მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების
მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას.
ბიოლ.IX.9.4.
იკვლევს საქართველოში გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პროფესიული
დაავადებების მიზეზების შესახებ,აგროვებს ინფორმაციას მათი პროფილაქტიკის
საშუალებებზე და აკეთებს პრეზენტაციას.
კვლ.IX.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების
გამოყენებით.
კვლ.IX.4.მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
·
|
|||||
გაკვეთილის რაოდენობა
|
2
გაკვეთილი
|
|||||
რესურსები
|
კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, მარკერი, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები, პრობლემის
გადაჭრის შეფასების რუბრიკები,განმავითარებელი შეფასების ანალიტიკური რუბრიკა, პროექტორი,
კომპიუტერი, ვიდეო ფილმები
1.ანიმაციური ფილმი http://youtube.com/watch?v=WfGMYdalClU
2.ვიდეო ფილმი https://www.youtube.com/watch?v=4WIbbupVbmM
|
|||||
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეს უნდა შეეძლოს
განასხვავოს ცოცხალი ორგანიზმები არაცოცხალი ბუნებისგან, შეეძლოს მსჯელობა
აბიოტურ და ბიოტურ ფაქტორებზე.
|
|||||
შეფასების ფორმები
|
მიმდინარე განმსაზღვრელი, მიმდინარე განმავითარებელი
|
|||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
|
მიზანი
|
დრო
|
ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
შეფასების ფორმა
|
I ფაზა
|
აქტივობა1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
აქტივობის აღწერა:
სიის ამოკითხვა; მოსწავლეთათვის
თემისა და მიზნის გაცნობა
|
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისათვის;
|
2წთ
|
საკლასო
|
საკლასო
ჟურნა-
ლი
|
-
|
აქტივობა 2
ასოციაციური რუკის შევსება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სვამს შეკითხვას: რას შეისწავლის ეკოლოგია?რამდენი სახის
ეკოლოგიური ფაქტორი არსებობს? რა ვიცით ბუნებრივი რესურსების შესახებ? და მოსწავლეების
დახმარებით დაფაზე ავსებს ასოციაციურ რუკას.
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა ეკოლოგიურ საკითხებთან და ბუნებრივ
რესურსებთან დაკავშირებით.
|
5წთ.
|
საკლასო
|
დაფა,ცარცი
|
განმავითარებელი (კომენტარით უკუკავში).
|
|
IIფაზა
III ფაზა
|
აქტივობა 3
ანიმაციური ფილმის ჩვენება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს უჩვენებს ანიმაციურ
ფილმს,რომელშიც ასახულია ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნებისადმი
და ამ დამოკიდებულების შედეგები.-იხ.ლინკი http://youtube.com/watch?v=WfGMYdalClU
მოსწავლეები აღმოაჩენენ ანიმაციურ ფილმში დასმულ პრობლემას და მოახდენენ მის ფორმულირებას,რომელსაც
მასწავლებელი დაწერს დაფაზე.,,რა საფრთხეებს შეიცავს ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება
ბუნებისადმი და როგორ შევცვალოთ ეს დამოკიდებულება?’’
აქტივობა4
ჯგუფური მუშაობა
აქტივობის აღწერა:
კლასი იყოფა 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა სხვადასხვა უცხო ტექსტი
და სეგმენტური შეფასებისთვის სქემა.
I ჯგუფს ეძლევა ტექსტი ატმოსფეროს
დაბინძურებაზე.
II ჯგუფს ეძლევა უცხო ტექსტი
ნიადაგის დაბინძურებაზე.
IIIჯგუფს ეძლევა ტექსტი წყლის
დაბინძურებაზე.
IV ჯგუფს ეძლევა ტექსტი ტყის
დაბინძურებაზე,მის არარაციონალურად გამოყენებაზე.
V ჯგუფს ეძლევა ტექსტი
საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე.
თითოეული ჯგუფის წევრი აღწერს
ტექსტში დასმულ პრობლემას და გადაჭრის გზას
და სეგმენტური შეფასების სქემაში თავის სეგმენტში აწერს ხელს.
აქტივობა5
ჯგუფის წევრებს შორის დისკუსია,
შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას და
გამოაქვთ დასკვნები.
აქტივობის აღწერა:
თითოეულ ჯგუფში იმართება დისკუსია და თანხმდებიან საერთო გადაჭრის გზებზე,რომელიც
ჩაიწერება სეგმენტური შეფასების სქემაში ცენტრალურ სეგმენტში და პრეზენტატორები აკეთებს პრეზენტაციას.
შესაძლებელია ნახატი, სლოგანი,
ფლაერი და სხვ.
ასევე გამოაქვთ დასკვნები,რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ პრეზენტატორები,არამედ ჯგუფის სხვა
წევრებიც.
მასწავლებელი ამავდროულად დაფაზე წერს მოსწავლეების მიერ დასახელებულ პრობლემათა მოგვარების შესაძლო ვარიანტებს.
აქტივობა 6
თემის შეჯამება და შეფასება.
მასწავლებელი დაფაზე დაწერილ ამონარიდებზე დაყრდნობით აჯამებს საკითხს.აფასებს
შესრულებულ სამუშაოს.
აქტივობის აღწერა:
შეფასდა თითოეული ჯგუფი,ასევე ჯგუფის თითოეული წევრი.
აქტივობა 7
ვიდეო ფილმის ჩვენება.
აქტივობის აღწერა:
მასწვლებელი პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო ფილმს.ვიდეო
ფილმში ასახულია სიტუაცია,როცა ადამიანი ერთს ამბობს და მისი საქმიანობით მის საპირისპიროს
აკეთებს. იხ.ლინკი-
https://www.youtube.com/watch?v=4WIbbupVbmM
აქტივობა 8
საშინაო დავალება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები აღმოაჩენენ ვიდეო ფილმში დასმულ პრობლემას და აქედან გამომდინარე
დაწერენ რეფერატს ,,მე და ბუნება დღემდე და დღეის შემდეგ’’.
|
დოკუმენტური-
შემეცნებითი მასალის აღქმა-გაანალიზების, პრობლემის აღმოჩენისა და
ფორმულირების უნარის განვითარება.
შემოქმედებითი,
და პრობლემის გადაჭრის უნარის
განვითარება .
საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
პრეზენტაციის,ანალიზის,
არგუმენტირებული
მსჯელობის და დასკვნის გამოტანის
უნარის განვითარება.
დოკუმენტური-
შემეცნებითი მასალის აღქმა და გაანალიზება.
პრობლემის
აღმოჩენისა და მისი გადაჭრის უნარის განვითარება.
შემოქმედებითი,საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის,ეკოლოგიური და მოქალაქეობრივი
ცნობიერების ამაღლება.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
|
2წთ.
14წთ
13წთ
5წთ
2წთ
2წთ
|
საკლასო
ჯგუფური.
ჯგუფური
ინდივიდუალური.
საკლასო
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი,პროექტორი
სეგმენტური შეფასების სქემა,მარკერები,ფერადი ფანქრები.
სეგმენტური შეფასების სქემა,მარკერები,ფერადი ფანქრები.
პროექტორი,კომპიუ
თაბახის ფურცელი,კალამი.
|
განმავითარებელი(კომენტარით უკუკავშირი).
მიმდინარე განმსაზღვრელი
მიმდინარე განმავითარებელი
|
განმავითარებელი შეფასება-ანალიტიკური რუბრიკა
კრიტრიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი
|
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
შემოქმედებითი უნარი
|
არ აქვს შემოქმედებითი უნარი განვითარებული.
|
ნაკლებად აქვს შემოქმედებითი უნარი განვითარებული.
|
შემოქმედებითი უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული შემოქმედედბითი უნარი.
|
პრეზენტაციის უნარი
|
არ აქვს პრეზენტაციის უნარი განვითარებული.
|
ნაკლებად აქვს პრეზენტაციის უნარი განვითარებული
|
პრეზენტაციის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი.
|
პრობლემის გადაჭრის უნარი
|
არ აქვს განვითარებული პრობლემის გადაჭრის უნარი.
|
ნაკლებად აქვს განვითარებული პრობლემის გადაჭრის უნარი.
|
პრობლემის გადაჭრის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრობლემის გადაჭრის უნარი.
|
დასკვნის გამოტანის უნარი
|
არ აქვს განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
|
ნაკლებად აქვს განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
|
დასკვნის გამოტანის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული დასკვნის გამოტანის უნარი.
|
დროის ლიმიტის დაცვის უნარი
|
არ აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის უნარი.
|
ნაკლებად აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის უნარი.
|
დროის ლიმიტის დაცვის უნარი დასახვეწი აქვს.
|
ძალიან კარგად აქვს განვითარებული დროის ლიმიტის დაცვის უნარი.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
0
|
1
|
2
|
ჩართულობა
|
ჯგუფის წევრთა უმრავლესობა არ არის ჩართული
|
ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ არის ჩართული
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ
|
ჯგუფის ზოგიერთი წევრი არ თანამშრომლობს
|
ჯგუფის ყველა წევრი თანამშრომლობს
|
პრობლემის გადაჭრა
|
ჯგუფი ვერ ჭრის პრობლემას
|
ჯგუფი ნაწილობრივ ჭრის პრობლემას
|
ჯგუფი ჭრის პრობლემას
|
დასკვნების გაკეთება
|
ჯგუფი ვერ აკეთებს დასკვნებს
|
ჯგუფი ნაწილობრივ აკეთებს დასკვნებს
|
ჯგუფი აკეთებს დასკვნებს
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ჯგუფი ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
ჯგუფი ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
პრობლემის გადაჭრის შეფასების რუბრიკა
10-9
|
8-7
|
6-5
|
`4-3
| |
მნიშვნელოვანი ინფორმაციის იდენტიფიცირება
|
ნათლად არის განსაზღვრული მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც
საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტად.
|
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უმნიშვნელოსგან
გამოყოფილია პრობლემის გადაჭრის დროს.
|
ჭირდება დახმარება,რომ გამოყოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრობლემის გადაჭრისათვის.
|
გამოტოვებული აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრობლემის გადაჭრის დროს.
|
პრობლემის ანალიზი
|
კარგად არის გააზრებული პრობლემის ყველა მახასიათებელი.
|
მეტნაკლებად კარგად არის გააზრებული პრობლემის ყველა მახასიათებელი
|
პრობლემის ზოგიერთი მახასიათებელია გააზრებული.
|
არაა გააზრებული პრობლემის არცერთი მახასიათებელი.
|
არგუმენტირებული
მსჯელობა
|
მსჯელობს და ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ყველა დეტალს.
|
მსჯელობს მაგრამ კარგად ვერ ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ცალკეულ დეტალს.
|
მსჯელობს მაგრამ ვერ ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ცალკეულ დეტალს.
|
მსჯელობს მაგრამ ვერ ასაბუთებს პრობლემის გადაჭრის ვერცერთ დეტალს.
|
გადაჭრის გზების წარდგენა
|
პრობლემის გადაჭრის გზებს ნათლად და საფუძვლიანად წარადგენს.
|
პრობლემის გადაჭრის გზებს ნათლად წარადგენს.
|
პრობლემის გადაჭრის გზებს სხვისი დახმარებით წარადგენს.
|
არ შეუძლია პრობლემის გადაჭრის გზების წარდგენა.
|
აკეთებს დასკვნებს
|
დასკვნების კეთების დროს ყველა დეტალს თანმიმდევრულად ასახელებს.
|
დასკვნების კეთების დროს ცალკეულ დეტალს მეტნაკლებად თანმიმდევრულად ასახელებს.
|
დასკვნების კეთების დროს ცალკეულ დეტალს თანმიმდევრულად ვერ ასახელებს.
|
დასკვნების კეთების დროს ვერცერთ დეტალს თანმიმდევრულად ვერ ასახელებს.
|
No comments:
Post a Comment